“საქართველოში ავტოსატრანსპორტო აირის საწვავზე გადაყვანის თაობაზე" საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2000 წლის 28 მარტის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/571
სარეგისტრაციო კოდი
310.010.010.22.024.008.845
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 10/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.22.024.008.845

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/571

2006 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოში ავტოტრანსპორტის აირის საწვავზე გადაყვანის თაობაზე” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2000 წლის 28 მარტის №11 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა და 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოში ავტოტრანსპორტის აირის საწვავზე გადაყვანის თაობაზე” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2000 წლის 28 მარტის №11 ბრძანებაში (სსმ III, 14.04.2000, №32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების (მონტაჟის) ტექნიკური მოთხოვნების” პირველი თავის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

,,11. სატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის მონტაჟისა და შემოწმების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საწარმო ავტომობილის მფლობელზე გასცემს №1 და №3 დანართებში მოცემული ნიმუშის შესაბამის ავტომობი-ლის აირბალონიანი მოწყობილობის მოწმობას და საქარე მინაზე გასაკრავ აირის საწვავზე მომუშავე ავტომობილის აღმნიშვნელ ლოგოს.”;

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული “აირბალონიანი ავტომობილების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის წესების” მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აირბალონიანი ავტომობილის სამართავად დაიშვებიან 18 წელზე მეტი ასაკის ის პირები, რომლებმაც გაიარეს აირბალონიანი ავტომობილის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დაცვის შემსწავლელი კურსები და მიიღეს №2 დანართში მოცემული ნიმუშის შესაბამისი აირის საწვავზე გადაყვანილი ავტომობი-ლის მართვის უფლება.”;

ბ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. აირგასამართი სადგურის მორიგემ ან ოპერატორმა არ უნდა დატვირთოს აირის ბალონები მძღოლის მიერ ავტომობილის აირბალონიანი მოწყობილობის მოწმობის, აირის საწვავზე გადაყვანილი ავტომობილის მართვის უფლების წარდგენისა და აირის საწვავზე მომუშავე ავტომობილის საქარე მინაზე ლოგოს არსებობის გარეშე.”.

2. ,,საქართველოში ავტოტრანსპორტის აირის საწვავზე გადაყვანის თაობაზე” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2000 წლის 28 მარტის №11 ბრძანებით დამტკიცებული ნიმუშები (ავტომობილის აირბალონიანი მოწყობილობის მოწმობა და აირბალონიანი ავტომანქანის მართვის უფლება) შეიცვალოს ამ ბრძანების დანართებში მოცემული ნიმუშებით (ავტომობილის აირბალონიანი მოწყობილობის მოწმობის, აირის საწვავზე გადაყვანილი ავტომობილის მართვის უფლების და აირის საწვავზე მომუშავე ავტომობილის აღმნიშვნელი ლოგოს თანდართული ნიმუშები).

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემული ავტომობილის აირბალონიანი მოწყობილობის მოწმობებსა და აირბალონიანი ავტომობილის მართვის უფლებებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2007 წლის 1 იანვრამდე.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

ი. ჩოგოვაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტომობილის აირბალონიანი მოწყობილობის მოწმობის აღწერილობა

მოწყობილობის მოწმობა წარმოადგენს 70X100 მმ ზომის მართკუთხა ფორმის დოკუმენტს. ფერი კომბინი-რებულია: ღია ცისფერი, ლურჯი, წითელ-ვარდისფერ-ყვითელი.

ავერსი

დოკუმენტის ავერსის ცენტრის ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა: საქართველო, Georgia და საქარ-თველოს საერთაშორისო კოდი GE.

დოკუმენტის ზედა ნაწილის ქვევით საბუთის ტიპის განმსაზღვრელი წარწერაა (ქართული).

დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის და გაცემის საფუძველის წარწერები (ქართული) შავი ფერისაა.

კომპოზიციის საერთო დამცავი ცისფერი ბადის ფონზე ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ლურჯი ფერის (წითელ, ვარდისფერ და ყვითელ ფერში გარდამავალი) ალი.

რევერსი

ზედა მხარეს საბუთის ტიპის განმსაზღვრელი წარწერაა (ქართული) და საქართველოს საერთაშორისო კოდი GE.

საიდენტიფიკაციო კითხვარის და საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართული) შავი ფერისაა.

მარცხენა ქვედა ნაწილში გამოსახულია დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ბეჭდის ადგილი და ხელ-მოწერა.

კომპოზიციის საერთო დამცავი ცისფერი ბადის ფონზე ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ლურჯი ფე-რის (წითელ, ვარდისფერ და ყვითელ ფერში გარდამავალი) ალი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აირის საწვავზე გადაყვანილი ავტომობილის მართვის უფლების აღწერილობა

მართვის უფლება წარმოადგენს 60X90 მმ ზომის მართკუთხა ფორმის დოკუმენტს. ფერი კომბინირებულია:ცისფერი, წითელ-ვარდისფერ-ყვითელი.

ავერსი

დოკუმენტის ავერსის ცენტრის ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა: საქართველო, Georgia, და საქართველოს საერთაშორისო კოდი GE.

დოკუმენტის ზედა ნაწილის ქვევით საბუთის ტიპის განმსაზღვრელი წარწერაა (ქართული).

საიდენტიფიკაციო კითხვარის და საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართული) მოქალაქის მიერ აირბალონიანი ავტომობილების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დაცვის შემსწავლელი კურსების გავლისა და მართვის უფლების მინიჭების შესახებ შავი ფერისაა.

მარცხენა ქვედა ნაწილში გამოსახულია დოკუმენტის გამცემის ხელმოწერა, ხოლო მარჯვენა ნაწილში გაცემის თარიღი.

კომპოზიციის საერთო დამცავი ვარდისფერი ბადის ფონზე ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ლურჯი ფერის (წითელ, ვარდისფერ და ყვითელ ფერში გარდამავალი) ალი.

რევერსი

ზედა მხარეს საბუთის ტიპის განმსაზღვრელი წარწერაა (ქართული) და საქართველოს საერთაშორისო კოდი GE.

დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის და გაცემის საფუძველის წარწერები (ქართული) შავი ფერისაა.

მარცხენა ქვედა ნაწილში გამოსახულია დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ბეჭედი.

კომპოზიციის საერთო დამცავი ვარდისფერი ბადის ფონზე ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ლურჯი ფე-რის (წითელ, ვარდისფერ და ყვითელ ფერში გარდამავალი) ალი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აირის საწვავზე გადაყვანილი ავტომობილის ლოგოს აღწერილობა

ლოგოს აქვს 75 მმ დიამეტრის მქონე ნახევარწრის ფორმა. ფერი კომბინირებულია: მწვანე, წითელი, ლურჯი, წითელ-ვარდისფერ-ყვითელი.

ავერსი

ლოგოს მწვანე ფონზე გარს აკრავს თეთრი კანტი.

ლოგოს პერიმეტრზე წითელი-თეთრი წარწერაა (ქართული) _ ,,აირის საწვავზე მომუშავე ავტომობილი”.

კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ლურჯი-წითელი ფერის (წითელ, ვარდისფერ, ყვითელ ფერში გარდამავალი) ალი.