ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016709
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2025 წლის 19 ივნისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე მონაკვეთში, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად დანართი №1-სა.
მუხლი 2
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:

ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით;

ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მეშვეობით.

მუხლი 3
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი თავდგირიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.06.2025.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“?
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ მიღებულია 19.06.2025. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.132.016709.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“, №26, 19.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016709 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6531261/