„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 26.11.1998
ძალაში შესვლა 21.09.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით
ნომერი №17-27
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016828 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/06/2025
595 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.1998 მიღება
21.09.1999 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 26.11.2018 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 02.08.2016 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 25.05.2016 აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 31.03.2018 „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 04.07.2014

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, ითვალისწინებენ რა თავისი წვლილის შეტანის აუცილებლობას ევროპისა და მთელი მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში, მშვიდობის, ნდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის სულისკვეთებით, დადებითად აფასებენ რა ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს, გამოხატავენ რა თავიანთ მისწრაფებას ურთიერთსასარგებლო და ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობისაკენ, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისას თანამშრომლობენ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით. 2. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმების დებულებების რეალიზაციისას ხელმძღვანელობენ ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მუხლი 2🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ა. სამხედრო-ეკონომიკური; ბ. სამხედრო-ტექნიკური; გ. სამხედრო-სამეცნიერო; დ. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მართვა; ე. სამხედრო მოსამსახურეების სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება; ვ. სამხედრო ტოპოგრაფია და კარტოგრაფია; ზ. დასვენება; თ. სამხედრო მედიცინა; ი. კულტურული და სპორტული საქმიანობა; კ. საერთო ინტერესების სხვა სფეროები. 2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, თანამშრომლობის ცალკეულ სფეროებში ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ პირთა მიერ ხელი ეწერება შესაბამის ოქმებს. ეს ოქმები არის წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. 3. წინამდებარე შეთანხმების დებულებების რეალიზაციის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები შეიმუშავებენ თანამშრომლობის ყოველწლიურ ორმხრივ გეგმებს. მუხლი 3🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი ფორმებით: ა. თავდაცვის მინისტრების და გენერალური (მთავარი) შტაბების უფროსების, აგრეთვე სხვა სამხედრო ხელმძღვანელთა ოფიციალური ვიზიტები; ბ. სამუშაო ვიზიტები, კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება სწავლების, სპეციალიზაციისა და კადრების მომზადების სფეროში; გ. ურთიერთშეთანხმებით ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლა; დ. სწავლებებში, თათბირებსა და სემინარებში ერთობლივი მონაწილეობა; ე.  ერთობლივი მონაწილეობა ხელშემკვრელ მხარეთა ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში; ვ.  სხვა, ურთიერთშეთანხმებით დადგენილი ფორმებით. მუხლი 4🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები, მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ თანამშრომლობის დროს გაცვლილი ინფორმაციის დაცვა. 2. თანამშრომლობის დროს გაცვლილი ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ. 3. ასეთი ინფორმაციის გადაცემა მესამე მხარისათვის დაიშვება მხოლოდ ინფორმაციის მომწოდებელი ხელშემკვრელი მხარის სპეციალური წერილობითი თანხმობით. მუხლი 5🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ თავის თავზე წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯებს, ნაცვალგების პრინციპის გამოყენებით. 2. სატრანსპორტო ხარჯებს მიმღები ხელშემკვრელი მხარის ორმხრივად შეთანხმებულ პუნქტამდე ანაზღაურებს წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარე. 3. მიმღები ხელშემკვრელი მხარე თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარის დელეგაციის წევრებს: ა. განთავსებით და კვებით; ბ. ტრანსპორტით ვიზიტის პროგრამის შესაბამისად; გ. კულტურული პროგრამით; დ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებით. 4. იმ შემთხვევაში, თუ დელეგაცია ჩამოდის სამხედრო თვითმფრინავით, მიმღები ხელშემკვრელი მხარე თავისი ხარჯით უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრთა განთავსებას, კვებას, აგრეთვე ამ თვითმფრინავის სადგომს და დაცვას. მუხლი 6🔗 ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ შესწორებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში წერილობითი ფორმით გამოხატული ურთიერთთანხმობის არსებობისას. მუხლი 7🔗 1. დავები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან, გადაიჭრება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. 2. თუ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში დღიდან შეტყობინებისა, რომელშიც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას, თანხმობა არ იქნა მიღწეული, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს მუხლი 8🔗.3 დებულების თანახმად უფლება აქვს, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. მუხლი 8🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ბოლო ნოტის მიღების დღიდან, რომელშიც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ეროვნული პროცედურების შესრულების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით. 3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება 6 (ექვსი) თვის ვადის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც მეორე ხელშემკვრელ მხარეს მიღებული ექნება წერილობითი შეტყობინება მისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. 4. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში მე-4 მუხლის დებულებები რჩება ძალაში. შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 26 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია) გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი გეორგი ანანიევი ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი