„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2025 წლის 24 ივნისი ქ. დედოფლისწყარო |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ს“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება.“
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი.“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე, გარდა „ზ“; „თ“; „ი“; „მ“; „ნ“; „ო“; „პ“; „რ“; „ს“; „ტ“, „უ“ ქვეპუნქტებისა, სოციალური დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 4 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან (რომელსაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტაცია) ორივე სემესტრის (2024 წ. შემოდგომისა და 2025 წ. გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„11. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 210.53 (ორას ათი ლარი 53 თეთრი) ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით;“
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 5 მუხლს დაემატოს 22-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების (ყველა საგანში 91 დან - 100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 ქულიდან ზემოთ) წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 ( ერთი ათასი) ლარს.“
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე-8 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 დეკემბერი.“
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2025. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.169.016585.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016585 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6536186/