📋

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 25.06.2025
მოქმედების პერიოდი 25.06.2025 — 25.07.2025
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
25.06.2025
25.07.2025
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2025 წლის 24 ივნისი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის   პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალისა და მამაკაცის   თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის საფუძველზე, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობის და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი დედოფლისწაყროს  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“, ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნას ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, დედოფლისწაყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო  (შემდგომში – საბჭო) არის მუნიციპალიტეტის  სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და  მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის  გამოვლენისა და აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. მუხლი 3🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები: საბჭოს  ამოცანებია: ა) თემატური მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების შესწავლა, კონკრეტული  რეკომენდაციებისა და  წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის  შესაბამის პროგრამებსა და  ბიუჯეტში ასახვის მიზნით; ბ) არსებული მუნიციპალური, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის  პერიოდულად გავრცელება და,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანიების წარმოება; გ)  საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება  სქესის, ასაკის,   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების გათვალისწინებით; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული აქტივობების   (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის, სოციალურ  მედიაში; ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება  სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში; ვ) განიხილოს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, და  სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს რეკომენდაციები; ზ) უფლება აქვს გამოითხოვოს ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული  ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომელთა  კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში  მომუშავე სპეციალისტები ან/და ექსპერტები; ი) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და  უწყებებთან;  კ) ითანამშრომლოს  ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ლ) დაიცვას საბჭოს მიერ მუშაობის პროცესში მოპოვებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია; მ) საკრებულოს წარუდგინოს საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სამართლებრივი   აქტების პროექტები; ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი; ო) წელიწადში ერთხელ დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში ქალთა და  ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს ხელმძღვანელობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან, მისი  დავალებით, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. მის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება  არანაკლებ 7 წევრით და მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით  ამტკიცებს საკრებულოს  თავმჯდომარე. 3. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის  კანონიერ ძალაში შესვლა; ე) გარდაცვალება; ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება. მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს შემადგენლობიდან  ნიშნავს  მოადგილეს და მდივანს. 2. საბჭოს ყოველ მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით შესაძლებელია მოწვეული იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა. 3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს და დაინტერესებულ პირს საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს  აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები. 8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. 9. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და წინადადებები ეგზავნება მუნიციპალიტეტის   შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს შემდგომში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  გათვალისწინების მიზნით. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.