„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბერის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016768
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2025 წლის 27 ივნისი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბერის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბერის №45 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016746, 26/12/2024) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/და შეძენა.

1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა) უსახლკარო ოჯახების მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა ან/და შეძენა, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების ხარისხის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისია, და არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ან/და უსახლკარო ოჯახს (წევრებს) არ უფიქსირდებათ საკუთრებაში/თანასაკუთრებაში უძრავი ნივთი და ცხოვრობს ქირით ან ქირის გარეშე ან/და ცხოვრობს უსახლკარო ოჯახის წევრების საკუთრებაში/თანასაკუთრებაში, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არის მძიმე (თითოეული უსახლკარო ოჯახების მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა ან/ და შეძენისათვის გამოყოფილ იქნეს არაუმეტეს 70 000 ლარი).

1 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის შეძენის შემთხვევაში,  ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ უძრავი ქონების 10 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით.

2. დახმარების მიღების მიზნით მოქალაქის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

3. განცხადებებს შეისწავლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის გასაზღვრის მიზნით შექმნილი კომისია, რომელიც ამოწმებს მოქალაქის საცხოვრებლი სახლის მდგომარეობას, მოქალაქის ოჯახის სოციალურ პირობებს, დაადგენს შესაბამის დასკვნას, მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების ან მოქალაქის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი