სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების შენობის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლისათვის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №708
1991 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების შენობის საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლისათვის გადაცემის შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლა მოთავსებულია არატიპობრივ ამორტიზებულ შენობაში, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს და ამის გამო იქ სრულყოფილად არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ამჟამად გამოთავისუფლებული უმაღლესი კურსების შენობა (ქ. თბილისი, ქერჩის ქ. № 22) გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლის გამგებლობაში, არსებული წესით.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი ა. ლანდია