,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №205
2008 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №141, მუხ.1556) დამტკიცებული დებულების 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან უსასყიდლოდ გადასცენ მათ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გაცვლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი კომპენსაცია შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მწარმოებელ ან/და მომწოდებელ ფირმას, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისათვის, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მწარმოებელ ან/და მომწოდებელ ფირმას, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებულია გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გადასაცემი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ფულადი კომპენსაციის ღირებულება ნაკლებია მისაღები ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე