საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნობო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე

მიღების თარიღი 06.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/176
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.879
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 12/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,635 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნობო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.75in .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.879 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/176 2006 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების თაობაზე „ ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნების მიზნით, ვბრძანებ: 1. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ქართული სამუსიკო №206 საჯარო სკოლის სახელოვნებო საგამანათლებლო კომპონეტის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის გარეშე. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი (შემდგომში – სასწავლებელი) არის „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და „ ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სრულ საშუალო სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე. 2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სასწავლებელს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშს წორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სასწავლებელი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. სასწავლებელის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №42.     მუხლი 2🔗. სასწავლებლის მიზნები, ამოცანები 1. სასწავლებელის მიზნებია: მოზარდების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების დონის სამუსიკო განათლებით, მათი აღზრდა ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების კლასიკური ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებზე. 2. სასწავლებლის ამოცანებია: ა) მოიზიდოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭის მქონე მოზარდები და მისცეს მათ საშუალო სამუსიკო განათლება, რომლის ხანგრძლივობაა 12 წელი; ბ) გამოუმუშავოს ახალგაზრდებს საშემსრულებლო კულტურა, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები და უზრუნველყოს მათი სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვა უმაღლესი სამუსიკო განათლების მისაღებად. 3. საკუთარი მიზნის მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად სასწავლებელი: ა) კოლექტიური მუზიცირების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ქმნის ყველა ტიპის საშემსრულებლო კოლექტივებს სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ბაზაზე; ბ) ახორციელებს საკონცერტო და საგასტროლო საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს მოსწავლეთათათვის სწავლის შესაბამისი პირობების შექმნას და მათ ჩართვას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასწავლებელის სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. 2. სასწავლებელში ახალი განყოფილების გახსნა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში. 3. სასწავლებელში სწავლის უფლებით სარგებლობენ 6 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები სასწავლებელში მიიღებიან საერთო წესით. 4. სასწავლებელის ნებისმიერ კლასში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე. 5. ფასიანი მომსახურების ჯგუფებში მიღება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სასწავლებლში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს. 6. საბიუჯეტო სექტორზე სასწავლებელში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 7. სასწავლებელში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით). 8. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინ დივიდუალური სწავლება, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა. 9. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები. 10. სასწავლებლის დამთავრებისას გაიცემა სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.     მუხლი 4🔗. სასწავლებლის სტრუქტურა და მართვა 1. სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი სასწავლო (განყოფილებები) და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები: 2. სასწავლებელში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: ა) საფორტეპიანო; ბ) სიმებიან საკრავთა; გ) ჩასაბერ საკრავთა; დ) თეორიულ-საკომპოზიციო. 3. სასწავლებელს მართავენ ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო. 4. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სასწავლებლის ყველა პედაგოგი. 5. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სასწავლებლის დირექტორი. 6. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასწავლებლის წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასწავლებლის სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს სასწავლებელში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 7. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და სხდომის მდივანი. 8. სასწავლებლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 9. სასწავლებლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება, პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 10. სასწავლებლის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სასწავლებლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სასწავლებელს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სასწავლებლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სასწავლებლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს. იღებს გადაწყვეტილებებს სასწავლებლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სასწავლებელში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს; ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტიცებს სასწავლებლის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; თ) ამტკიცებს სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები. 11. დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 12. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 13. სასწავლებლის განყოფილების გამგედ შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება.     მუხლი 5🔗. სასწავლებლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. სასწავლებლის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად. 2. სასწავლებლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სასწავლებლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. სასწავლებლის პედაგოგის, კონცერტმაისტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სასწავლებლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სასწავლებლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სასწავლებლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. 4. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 5. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სასწავლებელს შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის „ ბ” და „ გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა” და „ ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.  2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.