საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების: ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/174
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.877
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 12/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,640 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების: ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.877 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/174 2006 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების: ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებლის, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებლის და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების შესახებ „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საშუალო-პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის დაფუძნების მიზნით, ვბრძანებ: 1. ლიკვიდირებულ იქნენ საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები: ქ. თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებლი, ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელი, ქ. თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის III სამუსიკო სასწავლებელი და ქ. თბილისის ე. მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი. 2. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო-პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯი. 3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო-პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის თანდართული წესდება. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიულ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე. 2. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საანგარიშწორებო და სხვა ანგარიშები ხაზინასა და საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. კოლეჯი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ჩუბინაშვილის ქ. №42.     მუხლი 2🔗. კოლეჯის მიზნები კოლეჯის მიზნებია: ა) განახორციელოს საშუალო პროფესიული სამუსიკო-საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) მოამზადოს შემსრულებლები და დაწყებითი სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. კოლეჯში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. 2. კოლეჯში სწავლის უფლებით სარგებლობენ სრული ზოგადი განათლების მქონე პირები. 3. კოლეჯში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე. 4. ფასიანი მომსახურების ჯგუფებში მიღება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ კოლეჯში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს. 5. კოლეჯის საბიუჯეტო სექტორზე მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 6. კოლეჯში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით). 7. კოლეჯის დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.     მუხლი 4🔗. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა 1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი სასწავლო (განყოფილება) და დამხმარე სასწავლო სტრუქტურული ერთეულები. 2. კოლეჯს მართავენ ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე(ები) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის კოლეჯის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს კოლეჯის სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების) და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს კოლეჯში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასწავლებლის სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 7. კოლეჯის ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 8. კოლეჯის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება, პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის; 9. კოლეჯის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს კოლეჯის საერთო და სასწავლო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს კოლეჯის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს კოლეჯის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების კოლეჯში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს; ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – არსებული დაფინანსების ფარგლებში ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს; შეიმუშავებს და ამტიცებს კოლეჯის შინაგანაწესს და წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; თ) ამტკიცებს კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომე ლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; კ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები. 10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს შესაბამისი პედაგოგიური და შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 12. კოლეჯის ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეული განყოფილების გამგედ შეიძლება დაინიშნოს განყოფილების პროფილის შესაბამისი უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება.     მუხლი 5🔗. კოლეჯის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. კოლეჯის პედაგოგად და კონცერტმაისტერად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად. 2. კოლეჯის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სასწავლებლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. კოლეჯის პედაგოგის, კონცერტმაისტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. კოლეჯის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კოლეჯის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; კოლეჯის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. 4. კოლეჯი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 5. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. კოლეჯს შეუძლია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა“ და „ ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც: ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს კოლეჯის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ; ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სასწავლებლის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.