საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-571
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016348 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
1,418 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2025 მიღება
01.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 28.11.2014 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 25.06.2025 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 06.10.2017 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 11.11.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება  №01-571 2025 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №35 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობითა და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) დადგენილი წესით მოამზადოს წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გ) აუცილებელი წესით, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებების დადებასთან, ტექსტის მიღებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში; დ) მოამზადოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტების მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე აუცილებელი წესით მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ასეთი წინადადებების შემუშავებაში; ე) კომპეტენციის ფარგლებში იქონიოს პირდაპირი კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) დაამყაროს ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს მათგან თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დახმარების გაწევა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის; თ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; ი) საქართველოს სახელით საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება; კ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით ან სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაცია; ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობის განხორციელება; მ) თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებთან, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება; ნ) დეპარტამენტის თანამშრომლების საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება; ო) დონორებიდან თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო დახმარების მოზიდვა სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან შეთანხმებით და მოზიდული დახმარების ათვისება; პ) კომპეტენციაში შემავალი საკითხების დარეგულირების მიზნით ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა. 2. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა უწყებების კოორდინაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა საქართველოს შესაბამის უწყებაში; ე) აუცილებელი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, ტექსტის შემუშავების/მიღების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარება; ზ) საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა; თ) აქტუალური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების ანალიზი; ი) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 3. ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა რანგირების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს; ო) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს. 4. ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო; ბ) მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველო. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:  ა) საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო- სამართლებრივი აქტების საერთაშორისო-სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) აუცილებელი წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადების არსებობის შემთხვევაში, საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ე) საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, ტექსტების შემუშავების/მიღების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკების წარმართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად დახმარების გაწევა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის; ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების მონიტორინგი და ანალიზის კონტროლი. 2. მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებისა და ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია დადგენილი წესით; ბ) მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, ძალაში შესვლასთან, შეწყვეტასა და გაუქმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარება; გ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ხელშემკვრელი მხარის ან დეპოზიტარის ინფორმირება და მათგან შეტყობინების მიღება; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარება; ვ) საქართველოს სახელით საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; თ) აქტუალური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების სამართლებრივი ანალიზი; ი) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;  კ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მასალების მომზადებაში მონაწილეობა. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ხელმძღვანელთან შეთანხმებით დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.