“ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/180
სარეგისტრაციო კოდი
040.040.040.22.028.008.888
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 14/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.22.028.008.888

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/180

2006 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის  15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ,,ბავშვთა“ ან „ახალგაზრდული“ სტატუსის მქონე კავშირმა, რომელსაც სურს სახელმწიფოსაგან ფინანასური დახმარება, კანონმდებლობით დადგენილი რეგისტაციის შემდეგ უნდა წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს განცხადება რეესტში გატარების შესახებ.“;

ბ) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეესტ რ ში გასატარებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) კავშირის წე ს დება (ასლი);

ბ) შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა (ასლი).“;

გ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კავშირის რეესტრიდან ამოღების საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) კავშირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;

ბ) კავშირის განცხადება რეესტრიდან გასვლის შესახებ.“;

დ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კავშირი რეესტრიდან გამოსულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს წარუდგენს კავშირის ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების გამოყენების ან დაბრუნების შესახებ.“;

ე) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. რეესტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.“;

ვ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. რეესტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2006.
როდის იქნა მიღებული “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
“ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 11.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/180. სარეგისტრაციო კოდი — 040.040.040.22.028.008.888.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №3/180, 11.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.22.028.008.888 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65422/