საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-560
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016360 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.09.2021
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-560
2025 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 17 სექტემბრის №01-172 ბრძანება და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №01-112 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და დეოკუპაციის მხარდაჭერა; კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატების ეფექტიანი გამოყენება; საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის პროცესში საქართველოს ჩართულობის და შესაბამისი დონით წარმოჩენის ხელშეწყობა; უნივერსალური და რეგიონულ, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა: უნივერსალურ და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების და შესაძლებლობების შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება; საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების, რესურსებისა და დახმარების მოზიდვის ხელშეწყობა; საგარეო დახმარების კოორდინაცია.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და დეოკუპაციის მხარდაჭერა;
ბ) კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების ხელშეწყობა;
დ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების განხორციელება, არაღიარების პოლიტიკის, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა;
ე) კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატების ეფექტიანი გამოყენება;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის პროცესში საქართველოს ჩართულობის და შესაბამისი დონით წარმოჩენის ხელშეწყობა;
ზ) უნივერსალური და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური და სექტორული პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით;
თ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობითობის გაზრდის ხელშეწყობა;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსური და სხვა ვალდებულებების მონიტორინგი და მათი შესრულების კოორდინაციის ხელშეწყობა;
კ) უნივერსალურ და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების და შესაძლებლობების შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების, რესურსებისა და დახმარების მოზიდვის ხელშეწყობა;
მ) საგარეო დახმარების კოორდინაცია.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე;
გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მათი საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, შტატების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველო;
ბ) რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველო;
გ) საგარეო დახმარების კოორდინაციის სამმართველო;
დ) კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სამმართველო.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური და სექტორული პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით;
ბ) უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების და შესაძლებლობების შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;
გ) გაეროში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის, ორგანიზაციასთან ურთიერთობის და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა, გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
დ) შესაბამის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის გაეროსთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება;
ე) გაეროს დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე, საჭიროებისამებრ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით, კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ძალისხმევის განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გაეროს ოფისებთან, ფონდებთან, პროგრამებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების, შესაბამისი მასალების მომზადება და მათში მონაწილეობა.
2. რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური და სექტორული პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით;
ბ) რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების და შესაძლებლობების შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;
გ) ეუთოში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის და ორგანიზაციასთან ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა და გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
დ) შესაბამის საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის ეუთოსთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება;
ე) ეუთოსთან დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე, საჭიროებისამებრ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით, კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ძალისხმევის განხორციელება;
ვ) ეუთოს ინსტიტუტებთან და ოფისებთან, მათ შორის, სამდივნოსთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა;
ზ) ევროპის საბჭოში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის, ორგანიზაციასთან ურთიერთობის და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა, გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
თ) შესაბამის საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება;
ი) ევროპის საბჭოს დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე, საჭიროებისამებრ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით, კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ძალისხმევის განხორციელება;
კ) ევროპის საბჭოს სტრუქტურებთან, მათ შორის სამდივნოსთან, საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესთან, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების, შესაბამისი მასალების მომზადება და მათში მონაწილეობა;
მ) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.
3. საგარეო დახმარების კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტებისათვის დახმარების კოორდინაცია:
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების, რესურსებისა და დახმარების მოზიდვის ხელშეწყობა;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსური და სხვა ვალდებულებების მონიტორინგი და მათი შესრულების კოორდინაციის ხელშეწყობა;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდის მიზნით საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, საკონტრაქტო ვაკანსიებზე განაცხადების წარდგენის პროცესის კოორდინირება და მასში მონაწილეობის მისაღებად ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებზე შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, იმ პოზიციებზე, რომლებისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას, მათ შორის ეუთოს საველე მისიებში, პროფესიული საჯარო მოხელეების ან ეუთოს მისიის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეების წარდგენის მიზანშეწონილობის განსაზღვრა, კანდიდატთა შერჩევის, წარდგენის პროცესისა და კამპანიის დაგეგმვა და კოორდინირება;
ვ) ევროკავშირის CSDP მისიებში მონაწილეობის კოორდინირება როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების მისიებში წარგზავნის უზრუნველყოფის, ასევე ზოგადად, საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის მისიებში საკონტრაქტო პოზიციებზე დასაქმების ხელშეწყობის ჩათვლით;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ არჩევნებში საზღვარგარეთის ქვეყნების კანდიდატურების საკითხზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით, საქართველოს პოზიციის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება.
შენიშვნა: ამ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პოზიციებში იგულისხმება ე.წ. seconded პოზიციები, რომლებისთვისაც საერთაშორისო ორგანიზაცია ანაზღაურებს დასაქმებულის მხოლოდ დღიურ ხარჯებს, ხოლო ანაზღაურების ნაწილის უზრუნველყოფას ახდენს წარმდგენი ქვეყანა.
4. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და დეოკუპაციის მხარდაჭერა;
ბ) კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია;
გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების ხელშეწყობა;
დ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების განხორციელება, არაღიარების პოლიტიკის, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა;
ე) კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, სხვადასხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატის ეფექტიანი გამოყენება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ხელმძღვანელთან შეთანხმებით დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ხელმძღვანელთან შეთანხმებით წარუდგენს დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.