„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ 24.06.2004
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება;“.
2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ცილისწამების შესახებ სასამართლო დავისას სასამართლო იღებს ზომებს მხარეთა მოსარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მორიგებისთვის დანიშნოს ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.“.
3. მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პირისპირ შეურაცხყოფას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას;“.
5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. კერძო პირის ცილისწამება
1. კერძო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი.
2. მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს.
1. საჯარო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი.
2. მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს.
3. მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, მოპასუხე განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკუთარ კეთილსინდისიერებას დაამტკიცებს. ამ ნორმის მიზნებისთვის კეთილსინდისიერებად ითვლება, როდესაც მოპასუხემ აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე შესაბამისი ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო და ფაქტის მცდარობა მისთვის უცნობი იყო.“.
7. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის, მოსარჩელის მოთხოვნით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს აგრეთვე მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ საქმეზე, რომელზედაც სარჩელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღიძრა. აღნიშნული საქმის წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N825-IIმს-XIმპ |