“ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№787
სარეგისტრაციო კოდი
010.340.010.22.033.008.894
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 14/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.010.22.033.008.894

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №787

2006 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №39 მუხ. 460) დამტკიცებულ ,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის სხდომა ტარდება არა უგვიანეს 3 კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.“;

ბ) წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა, საქართველოს ისტორიის საკითხები, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს საკითხები, რომლითაც შესაძლებელია კანდიდატის ზოგადი უნარ-ჩვევების შემოწმება.“;

გ) წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტესტირებისათვის კანდიდატს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცდენის შემთხვევაში კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და სამუშაო შეფასდება 0 ქულით.“;

დ) წესის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ტესტების მინიმალური შეფასება არის 0 ქულა, მაქსიმალური – 50 ქულა.

4. თუ კანდიდატი 35 ან მეტ კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მისი შედეგი ფასდება დადებითად. 35-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას კანდიდატის შედეგი შეფასდება უარყოფითად.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2006.
როდის იქნა მიღებული “ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
“ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 12.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №787. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.010.22.033.008.894.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №787, 12.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.340.010.22.033.008.894 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65446/