1. საკრებულო, საკრებულოს რეგლამენტის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, ქმნის საკრებულოს კომისიებს.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან.
3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5-ის და საკრებულოს ფრაქციას.
4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურა