1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში)- საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის – რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას – დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.

თ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

ი) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღის, ადგილის და საათების –  მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღის, ადგილის, საათების და დღის წესრიგს (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტის, ანგარიშის წარდგენის დღის, ადგილის და საათის –ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

მ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურ ანგარიშს   – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ნ) მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სამსახურის უფროსების და მერიის სტრუქტურულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ო) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტებს - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე, ,,თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულებით" დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „გ”, „დ”, „ე”, ,,ვ”, „თ”, ,,ი”, „კ”, „ლ” და „მ” პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.

თავი XVIII

საკრებულოს აპარა