1. საკრებულოს კომისიებია:

ა) იურიდიულ საკითხთა კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;

გ) სოციალური,  კულტურის,  განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;

დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;

ე) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ