1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალების მიხედვით. საკრებულოს ყოველი კვარტალის ბოლო მორიგ სხდომაზე შეიტანება საკითხი მომდევნო კვარტალის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.

2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.

3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი სავარაუდო დრო.

4. საკრებულოს თავმჯდომარე, ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ თანმიმდევრობას და სხდომების განრიგს. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებული თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთის ხანგძლიობით.

5. საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება და მისი განხილვის გადადება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს არაუმეტეს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ საკრებულო უკამათოდ, ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით  დამატებით  საკითხად  შეიძლება შეტანილ    იქნეს  საკითხები, რომლებიც  საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად, ასევე ამავე მუხლის 7 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები.

7.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგში  შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის  კენჭისყრაზე დაყენება.  საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში  შეტანის  ან  დღის  წესრიგიდან  ამოღების  შესახებ  გადაწყვეტილება  მიიღება  განხილვის გარეშე,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.

8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის  დღის  წესრიგს.  ასეთი  განცხადებისათვის  სხდომის  თავმჯდომარე  საკრებულოს  წევრს  სიტყვას აძლევს შესვენების  წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხების ამოწურვის შემდეგ. კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართებ