“საქართველოს კნტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№82-ორგ
სარეგისტრაციო კოდი
010.290.000.20.013.008.896
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 14/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.008.896

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №82-ორგ

2006 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის     №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,კ“ პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 36-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (სსმ III, 24.05.02 წ.,  №50, მუხ. 471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამა-ტებები:

1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:

,,პ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სამდივნო.“.

2. რეგლამენტს დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 141. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სამდივნო

უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომების ჩატარების ორგანიზებას, კონტროლის პალატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან (ერთეულებთან) ერთობლივად ამზადებს პრეზიდიუმზე განსახილველ საკითხებზე პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს, ადგენს პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგს და გასაცნობად აქვეყნებს დადგენილი წესით, აწარმოებს პრეზიდიუმის სხდომის ოქმს, უზრუნველყოფს დადგენილების ვიზირებას პრეზიდიუმის წევრების მიერ და სხდომის თავმჯდომარესთან ხელმოსაწერად წარდგენას, დადგენილების რეალიზაციის მიზნით ამზადებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის შესაბამის ბრძანებას, ახორციელებს მო­ნი­ტორნიგს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შერულებაზე, ასრულებს საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.“.

3. რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-15 პუნქტი ამოღე­ბულ იქნეს.

    მუხლი 2

ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის საჯარო მოსამსახურეებს.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ი. მესხია