დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №716
სარეგისტრაციო კოდი 000000030.02(0).000.000198 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 30/09/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №716
1991 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების შესახებ
დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. ნება დაერთოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, დეპარტამენტებს, უწყებებსა და კონცერნებს გაითვალისწინონ 1991 წლის 1 სექტემბრიდან მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების, გაერთიანებების და ორგანიზაციების მიერ გამოშვებული პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში დანახარჯები ამ თვითღირებულების პროცენტულად ანარიცხების სახით მართვის ამ ორგანოების მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალურ ფონდებში მათი შემდგომი გადარიცხვისათვის შემდეგი ოდენობით:
– საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრო – 0,8;
– საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრო – 0,9;
– საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრო – 0,4;
– საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრო – 0,5;
– საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს – 1,5;
– საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო – 1,0;
– საქართველოს რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვების დეპარტამენტი – 0,5;
– საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო კონცერნი „საქკურორტი“ – 2;
– საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონცერნი „საქგაზი“ – 1,5;
– საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელმწიფო კონცერნი „საქყოფსერვისი“ -0,5.
– მომხმარებელთა საზოგადოებების ცენტრალური კავშირი – ცეკავშირი – 0,5;
2. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისა და პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) ახალ სახეობათა ათვისების ღონისძიებათა დასაფინანსებლად დანახარჯების ჩართვის გამო ამ თვითღირებულების გადიდების კომპენსაციისათვის აუცილებლობის შემთხვევაში ფიქსირებულ საბითუმო ფასებსა და ტარიფებზე დააწესოს დანამატები.
3. განსაკუთრებული სახალხო-სამეურნეო და დარგთაშორისი მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან შეიქმნას დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალური რესპუბლიკური ფონდი, რომლის წარმოქმნის წყაროდ განისაზღვროს ანარიცხები რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების და კონცერნების მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალურ ფონდებში კვარტალური შემოსულობებიდან 3 პროცენტის ოდენობით.
4. დამტკიცდეს მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალური ფონდების წარმოქმნისა და გამოყენების წესი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
კანცელარიის მმართველი ა. ლანდია
წესი
მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალური ფონდების წარმოქმნისა და გამოყენებისა
1. მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალური ფონდები (შემდგომში „ფონდი“) იქმნება სამინისტროებში, დეპარტამენტებში, უწყებებსა და კონცერნებში დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისა და პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) ახალ სახეობათა ათვისების ღონისძიებათა დასაფინანსებლად, მათი წარმოქმნის წყაროა დანახარჯები, რომლებიც რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების და კონცერნების დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების, გაერთიანებების და ორგანიზაციების მიერ გამოშვებული პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში ამ თვითღირებულების პროცენტულად დადგენილი ოდენობისა და ფაქტიურად წარმოებული პროდუქციის სრული თვითღირებულების მიხედვით არის გათვალისწინებული.
2. პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში სამრეწველო საწარმოთა მიერ ფონდების ანარიცხები აისახება მუხლში – „სხვა სამრეწველო ხარჯები“, ხოლო სხვა საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ – მუხლში „სხვა ხარჯები“, ან სხვა ანალოგიურ მუხლებში. ელემენტურ ჭრილში მითითებული ანარიცხები აისახება ელემენტის „სხვა ხარჯების“ მიხედვით.
3. ფონდის სახსრების ფორმირება ხდება საწარმოთა, გაერთიანებათა და ორგანიზაციათა ყოველთვიური გადარიცხვების ხარჯზე და ისინი აისახება წარმოებაზე გაწეული ხარჯების აღრიცხვის საბუღალტრო ანგარიშების დებეტში და 78-ე ანგარიშის კრედიტში – „მიმდინარე ოპერაციებზე შიგასაუწყებო ანგარიშები“. სახსრების ფაქტიური გადარიცხვა ფონდში აღირიცხება 78-ე ანგარიშის დებეტში და 51– ე ანგარიშის – „ანგარიშსწორების ანგარიში“ კრედიტში.
სახსრების ფონდში გადარიცხვა ხდება საანგარიშო თვის შემდგომი მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
4. ფონდის სახსრების აკუმულირების მიზნით ბანკების დაწესებულებებში იხსნება ცალკე სპეციალური ანგარიში. მისი გახსნა ხდება საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები და კონცერნები, რომლებსაც ფონდები გააჩნიათ, ამ ფონდების მოძრაობის შესახებ ინფორმაციას კოველკვარტალურად წარუდგენენ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურ ანგარიშს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
5. ფონდის სახსრების გამოყენება ხდება მიზნობრივად სახალხო-სამეურნეო და დარგობრივი მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების და ახალი პროდუქციის ათვისებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
6. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო სამინისტროთა, დეპარტამენტთა, უწყებათა და კონცერნთა წარდგინებით საწარმოებს, გაერთიანებებსა და ორგანიზაციებს ფიქსირებულ საბითუმო ფასებზე უწესებს დანამატებს პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისა და პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) ახალ სახეობათა ათვისების ღონისძიებათა დასაფინანსებელი დანახარჯების ჩართვის გამო ამ თვითღირებულების გადიდების კომპენსაციის მიზნით.
7. მიზნობრივი დანიშნულების სპეციალური ფონდების წარმოსაქმნელად სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებებისა და კონცერნებისათვის საწარმოების მიერ გადაურიცხავ სახსრებს საგადასახადო ორგანოები ამ საწარმოების წლიური საბუღალტრო ანგარიშგების შემოწმებისას შეიტანენ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალში მე-12 კარის 55-ე პარაგრაფში „მიზნობრივი დანიშნულების სპეციალურ ფონდებში გადაურიცხავი სახსრები“.
8. განსაკუთრებული სახალხო-სამეურნეო და დარგთაშორისი მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალურ რესპუბლიკურ ფონდში სახსრების აკუმულირების მიზნით იგი ბანკში ხსნის სპეციალურ ანგარიშს, რომელზეც რესპუბლიკის სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები და კონცერნები ჩაურიცხავენ მას ყოველი კვარტლის უშუალოდ მომდევნო თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა წინა საანგარიშო კვარტალში მათ მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალურ ფონდებში შემოსულობების 3%-ს.
მიზნობრივი დანიშნულების არასაბიუჯეტო სახსრების სპეციალური რესპუბლიკური ფონდის სახსრები, რომლებიც უნდა მოხმარდეს უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-ტექნიკურ პრობლემათა გადასაჭრელად, პრინციპულად ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მასალების შესაქმნელად სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისა და პროდუქციის (სამუშაოების მომსახურების) ახალ სახეობათა ათვისების ღონისძიებათა დაფინანსებას, სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ნაწილდება საქართველოს რესპუბლიკისა და ტექნიკის სამინისტროს გადაწყვეტილებათა საფუძველზე, რომელიც ყოველწლიურ ანგარიშს ამ ფონდის მოძრაობისა და გამოყენების ეფექტიანობის შესახებ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.