საქართველოს სტანდარტის − „ევროკოდი 6-ის“, მისი ნაწილების, ცვლილებებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №236
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.025128 114
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სტანდარტების „ევროკოდი 4“, „ევროკოდი 5“ და „ევროკოდი 7“ მათი ცვლილებების, ნაწილებისა და მათი შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ საქართველოს სტანდარტის − „სსტ ენ 1990:2002/2022“ „ევროკოდი − კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები“ და მისი ეროვნული დანართის (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სტანდარტის − „ევროკოდი 6-ის“, მისი ნაწილების, ცვლილებებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №236
2025 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სტანდარტის − „ევროკოდი 6-ის“, მისი ნაწილების, ცვლილებებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების (NA) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 68-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულ იქნეს საქართველოს სტანდარტი: „სსტ ენ 1996-1-1:2005/2025 − ევროკოდი 6 − ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 1-1: ზოგადი წესები დაარმატურებული და დაუარმატურებელი ქვის/აგურის წყობისთვის და მისი ეროვნული დანართი (NA)“; „სსტ ენ 1996-1-2:2005/2025 − ევროკოდი 6: ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 1-2: ზოგადი წესები − ცეცხლმედეგი კონსტრუქციების დაპროექტება ცვლილებებით (სსტ ენ 1996-1-2:2005/AC:2010/2025) და მისი ეროვნული დანართი (NA)“; „სსტ ენ 1996-2:2006/2025 − ევროკოდი 6 − ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 2: საპროექტო გადაწყვეტილებები, მასალების შერჩევა და ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების აგება, შესაბამისი ცვლილებით (სსტ ენ 1996-2:2006/AC:2009/2025) და მისი ეროვნული დანართი (NA)“; „სსტ ენ 1996-3:2006/2025 − ევროკოდი 6 − ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება − ნაწილი 3: გაანგარიშების გამარტივებული მეთოდები დაუარმატურებელი ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციებისათვის, შესაბამისი ცვლილებით (სსტ ენ 1996-3:2006/AC:2009/2025) და მისი ეროვნული დანართი (NA)“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე