“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 12.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-122
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.910
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 21/07/2006
matsne.gov.ge 1,372 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-45.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.75in .75in 45.35pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.910 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-122 2006 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 3. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. დეპარტამენტი შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით. 2. თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მისი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აგროსასურსათო, მეცხოველეობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიის დარგებში უფლებამოსილების განხორციელება; გ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის, ცხოველთა ჯანდაცვისა და კეთილდღეობის, ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა კვების, მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიის საკითხებზე პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; დ) აგროსასურსათო სექტორსა და აგრარულ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება; ე) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში რისკის შეფასება, რისკის მართვისა და კომუნიკაციის პროცესების კოორდინირება. კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში, საგანგებო ზომების განხორციელებისათვის სხვადასხვა სტრუქტურების ეფექტიანი მოქმედების ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) კრიზისული მდგომარეობის შემთხვევებისათვის მაღალი რისკის შემცველ სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნების შემუშავება; ზ) ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებზე არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება; ი) სასურსათო უსაფრთხოებისა და უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან სამინისტროს სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან საქმიანობის სისტემატური კოორდინირება, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ლ) უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; მ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ნ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესახებ ანგარიშის წარდგენა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის; ბ) ეცნობა, ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ მასალებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის საქმისწარმოებას. კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს; გ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის ან სხვა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; დ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის; ე) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში. 4. სამმართველოს უფროსი: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) წინაშე; ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს, ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას; გ) ეცნობა, ამზადებს და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს; დ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სასურსათო უსაფრთხოების სამმართველო; ბ) კრიზისული მდგომარეობის მართვისა და რისკის ანალიზის სამმართველო; გ) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველო; დ) სურსათის უვნებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.     მუხლი 5🔗. სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. სასურსათო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მოსახლეობის სრულფასოვანი და უვნებელი სურსათით უზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხოების დაცვის პრობლემების შესწავლა, ანალიზი, სარეკომენდაციო წინადადებების მომზადება, სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანმრთელობისათვის აუცილებელი, დეფიციტური ინგრედიენტებით (მიკროელემენტები, ვიტამინები და სხვა) სურსათის გამდიდრების (ფორტიფიცირების) მიზნით შემუშავებული პროგრამების, არსებული პრობლემების ანალიზი და მათი დაძლევის შესახებ წინადადებების შემუშავება; გ) ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველი, ფალსიფიცირებული სურსათის მოხმარებისაგან მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, ანალიზი და მათი დაძლევის შესახებ წინადადებების მომზადება; დ) სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებისა და სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა და წინადადებების წარდგენა; ე) ქართული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში სოფლის მეურნეობისა და სურსათის მწარმოებელთა მონაწილეობისათვის ხელშეწყობა; ვ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირება; ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ ფუნქციათა განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა. 2. კრიზისული მდგომარეობის მართვისა და რისკის ანალიზის სამმართველოს კომპეტენციებს განეკუთვნება: ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში რისკის შეფასება, რისკის მართვისა და კომუნიკაციის პროცესების კოორდინირება. კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში საგანგებო ზომების განხორციელებისათვის სხვადასხვა სტრუქტურების ეფექტიანი მოქმედების ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) კრიზისული მდგომარეობის შემთხვევებისათვის მაღალი რისკის შემცველ სურსათთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნების შემუშავება და ამ მოთხოვნების განსახორციელებლად აუცილებელი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) რისკის შეფასების, მართვისა და კომუნიკაციის საკითხებზე არსებულ საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე დასკვნების მომზადება და წარდგენა; ე) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირება; ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ ფუნქციათა განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა. 3. მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მისაღწევად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე დასკვნების მომზადება და წარდგენა; გ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირება; დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ ფუნქციათა განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა. 4. სურსათის უვნებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ა) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა; სურსათის უვნებლობის სფეროში საერთაშორისო აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; დ) სამმართველოში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირება; ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დაკისრებულ ფუნქციათა განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.