წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2025 წლის 27 ივნისი ქ. წალენჯიხა |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების კეთილმოწყობის ღონისძიებები |
დაფინანსება |
|
02 04 02 |
354.89 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სხვადასხვა ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების მოწყობა კონკრეტული ღონისძიების სპეციფიკისა და მისი ჩატარების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით; ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ისეთი სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია და ასახვა ვერ ჰპოვა ბიუჯეტში. 2025 წელს იგეგმება შშმ პირთა საჭიროებებისთვის მერიის შენობაში ადაპტირებული ასასვლელის (პანდუსის) მოწყობა, ასევე ქვეპროგრამიდან იგეგმება დაფინანსდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმინიჭებული ქუჩების მცხოვრებთათვის პიროვნების სახელის და რიგითი ნომრის ამსახველი ტრაფარეტების დამზადება |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის ცნობადობის ამაღლებას და გაზრდის ტურისტულ მიმზიდველობას. საქალაქო მეურნეობის მოვლა–პატრონობა, რეაბილიტაცია და განვითარება, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაცია, ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი. |
“
ა.ბ) მე-15 მუხლის:
ა.ბ.ა) „ბ.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 15
20.00
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ა) ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან;
ბ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად);
მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შშმ ბავშვის ძირითად საჭიროებათა დაკმაყოფილება.
„
ა.ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა |
დაფინანსება |
|
06 03 |
56.56 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარიშხალი, თოვლი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებსაც ნაწილობრივ დაუზიანდათ ან სრულიად გაუნადგურდათ საცხოვრისი. (დამხმარე ნაგებობები და ქონებრივი ზარალი არ განიხილება). ასევე ქარიშხლის ან თოვლის გამო დაუზიანდათ საცხოვრისის სახურავი. 2. ხანძრის შემთხვევაში დაზარალებულის დაფინანსება დაზიანებული ფართის მიხედვით პირობითად იყოფა ოთხ ჯგუფად: 2.1. 50 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 5000 ლარისა. 2.2. 100 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 10000 ლარისა. 2.3. 150 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 15000 ლარისა. 2.4. 200 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 20000 ლარისა. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც სტიქიის შედეგად (ქარიშხალი, თოვლი) საცხოვრებელი სახლის მხოლოდ სახურავია ძლიერ დაზიანებული (რაც ქმნის საცხოვრისის შემდგომ დაზიანების საშიშროებას) დაზიანებული ფართის მიხედვთ ითვალისწინებს თანხის გამოყოფას კვადრატულ მეტრზე 15 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 2000 ლარისა. (ამ პუნქტით განიხილება მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს ) |
||
|
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი |
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება |
“
ა.ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა, ბავშვთა უფლებების დაცვა
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა, ბავშვთა უფლებების დაცვა |
დაფინანსება |
|
06 09 |
5.00 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშობლების (როგორც ქალის, ისე მამაკაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების,ახალგაზრდების. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების მდგომარეობის შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ჩამოყალიბებას, ინფორმირებას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კანონმდებლობაზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ღონისძიებების დაგეგმვას თანასწორობის პოლიტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სენსიტიური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე (დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების), უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერას ადგილობრივი რესურსებით. |
||
|
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი |
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა, ბავშვთა უფლებების დაცვა. |
“
ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 14 მაისის №8 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 16/05/2025, სარეგ.კოდი: 010260020.35.104.016577) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ბ.ა) 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა წრე, პროგრამაში ჩართვის წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. პროგრამის ბენეფიციარები არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ შშმ სტატუსი.
2. პროგრამაში ჩასართავად განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან;
ბ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად).
4. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურს, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.
5. პროგრამით გათვალისწინებული დღიური თანხის მიწოდება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შშმ ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით .“;
ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 დაფინანსების წყარო
შშმ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსების წყაროა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;“
ბ.გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პროგრამის მოქმედების ვადა
1. პროგრამა მოქმედებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
2. პროგრამა გათვლილია 35 ბავშვზე, 85-დღიან სასწავლო პერიოდზე (2024-2025 სასწავლო წელი 10 სასწავლო დღე, (2025 წლის 1 ივნისი -13 ივნისი), 2025-2026 სასწავლო წლის 15 სექტემბერი – 30 დეკემბერი (75 სასწავლო დღე)) წელიწადში და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა შეადგენს დღეში 6 ლარს.“;
ბ.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. წესში ცვლილების ან/და დამატებების შეტანა
ცვლილებისა ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|