საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №14/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.101.016018 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/07/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 4 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება
№14/ნ
2025 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის №1/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.
5. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
6. დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. დეპარტამენტის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეპარტამენტის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, დეპარტამენტის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს.
3. მინისტრი უფლებამოსილია დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები ძალადაკარგულად ცნოს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
4. დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს სამინისტროს ინფორმირება დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
5. დეპარტამენტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (შემდგომში – საავტომობილო გზები) დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება;
გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი;
დ) საავტომობილო გზების მართვა;
ე) ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების საინჟინრო დაცვის ზონებში ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ღონისძიებების გატარება.
2. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან (შემდგომში – განვითარების პარტნიორები) ურთიერთობის მიმართულებით კომპეტენციის ფარგლებში:
ა.ა) საავტომობილო გზებზე განსახორციელებელი მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების, საავტომობილო გზებზე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისა და პრევენციის, აგრეთვე საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილების მიმართ განსახორციელებელი სამუშაოებისა (შემდგომში – საგზაო სამუშაო) და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დაგეგმვა;
ა.ბ) საავტომობილო გზების განვითარებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების კუთხით, სტრატეგიული მიმართულებების შემუშავება;
ა.გ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;
ა.დ) ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის შემუშავება და დამტკიცება;
ა.ე) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, შესაბამისი პროექტების დაფინანსებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით, განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება, მათთვის სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების გაცნობა;
ა.ვ) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ინვესტიციების, სესხებისა და გრანტების მოზიდვა;
ა.ზ) საავტომობილო გზების განვითარების დარგში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ბ) საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება ნუსხის დამტკიცების/მასში ცვლილებების შეტანის მიზნით;
დ) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;
ე) საავტომობილო გზების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ვ) საავტომობილო გზების დარგში სახელმწიფოს მიერ აღებული სესხების, მიღებული გრანტების, პროგრამებითა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფორმით მიღებული სახსრების მართვა;
ზ) საავტომობილო გზებისა და ხიდების პასპორტიზაცია, აღწერა და რეგისტრაცია;
თ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელების მიზნით:
თ.ა) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტექნიკური დავალების შემუშავება;
თ.ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მონიტორინგი, დეპარტამენტში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, მათი ანალიზი და მიღება;
ი) საავტომობილო გზების მომხმარებლების მომსახურების გაუმჯობესების თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნა და მათი მართვა;
კ) საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა გზის უსწორმასწორობის კოეფიციენტის (IRI) და HDM-4 სისტემაზე დაფუძნებული მონაცემების გამოყენებით;
ლ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელების კუთხით:
ლ.ა) საავტომობილო გზების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ლ.ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მართვა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი;
ლ.გ) დასრულებული საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება;
ლ.დ) საჭიროების შემთხვევაში, საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
მ) საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით:
მ.ა) შესაბამისი მონაკვეთების იდენტიფიცირება;
მ.ბ) საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა;
მ.გ) საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესრულების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება;
ო) საავტომობილო გზებზე შესაბამისი საგზაო სამუშაოების და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ფარგლებში, განსახლების პროცედურის უზრუნველყოფა და ამ მიზნით:
ო.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ო.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია;
ო.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება;
ო.დ) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დეპარტამენტის ფინანსური რესურსების ფარგლებში შესაბამისი ანაზღაურების (მათ შორის, შესაბამისი კომპენსაციების გაცემა) განხორციელება;
პ) საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარების შეთანხმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დავალების საფუძველზე, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების განხორციელება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ბ) ადმინისტრაციული სამსახური;
გ) ფინანსების მართვის სამსახური;
დ) ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
თ) საერთაშორისო შესყიდვების სამსახური;
ი) დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური;
კ) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ლ) საპროექტო სამსახური;
მ) საგზაო უსაფრთხოების სამსახური;
ნ) ნაპირდაცვის სამსახური;
ო) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახური;
პ) საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახური;
ჟ) შრომის უსაფრთხოების სამსახური;
რ) ლოგისტიკის სამსახური.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
დ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ზ) მონაწილეობს დეპარტამენტის ემბლემის დამტკიცებაში;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები, სამუშაო ჯგუფები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მინდობილობებს;
კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს;
ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
მ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;
ნ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოიწვიოს კონკრეტული სფეროს სპეციალისტები;
ო) ანაწილებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6🔗. სტრუქტურული ერთეულის უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი):
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს ან დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან/და დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
4. სტრუქტურული ერთეულის უფროსს (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)/მოადგილეები (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები).
5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ან, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).
6. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) წინაშე, ხოლო შესაბამისი სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი) შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ან/და სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) წინაშე.
მუხლი 7🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
1. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, განვითარება და პერიოდული განახლება დეპარტამენტის მიზნებთან და ღირებულებებთან შესაბამისობაში;
ბ) ადამიანური რესურსის დაგეგმვა, რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის ორგანიზება, ადამიანური რესურსის შერჩევის უზრუნველყოფა;
გ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების და სასწავლო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია;
დ) დეპარტამენტის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის საჭირო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ე) სტაჟირების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია. სტაჟიორთა მენტორობის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების პროცესის უზრუნველყოფა;
ვ) სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
ზ) კარიერული განვითარების მხარდაჭერა;
თ) შრომითი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება და კორპორაციული კულტურის განვითარება;
ი) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების/პოლიტიკების მომზადება;
კ) ადამიანური რესურსის ადმინისტრირება, შრომით-სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და მართვა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ადამიანური რესურსების მართვის პროცესებისა და შრომის სამართლის ნორმების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ლ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, სამუშაოს აღწერილობების, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება/განახლება;
მ) დასაქმებულთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ნ) ადამიანური რესურსის მართვასთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატურად შეგროვება და დამუშავება, მათ შორის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისთვის;
ო) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბაზის დამუშავება;
პ) ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;
ჟ) დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალი სივრცის შექმნის მიზნით, შიდა რეგულაციებსა და ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
რ) თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების ადმინისტრირება;
ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ტ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამსახური
1. ადმინისტრაციული სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ადმინისტრაციულ სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.
3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული მომსახურების, უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
გ) დეპარტამენტის საქმისწარმოების წესის შესაბამისად, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის, მათ შორის, დეპარტამენტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის შესაბამის ვადებში შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;
ე) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ვ) დეპარტამენტში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად არის განკუთვნილი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საიდუმლო საქმისწარმოება;
თ) საზოგადოებასთან და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ი) დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;
კ) დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის განახლება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) „ლ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 9🔗. ფინანსების მართვის სამსახური
1. ფინანსების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ფინანსების მართვის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;
გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო.
3. ფინანსების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მოთხოვნების საფუძველზე, დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;
ბ) დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობის წარმართვა;
გ) დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალური დაგეგმვის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განვითარების პარტნიორების მიერ დეპარტამენტისათვის საგზაო, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის და სხვა სამუშაოებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელება;
ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
ვ) საგზაო, ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის და სხვა სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, განვითარების პარტნიორებისგან მიღებული სახსრებით (სესხები და გრანტები) განსახორციელებელი სამუშაოების წლიური საფინანსო გეგმების მომზადება;
ზ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, დეპარტამენტის ქონების განკარგვის ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტურად მართვის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება;
თ) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება;
ი) დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის უწყებაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სასესხო ხელშეკრულებების პროექტების, მასალების, დოკუმენტაციის შესწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) შესაბამისი მასალების მომზადება, სესხისა და გრანტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე მათი ათვისების თაობაზე სტატისტიკური, ფინანსური და სხვა საჭირო ანგარიშების შესადგენად;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმართ ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;
ბ) „ა“-„დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართ და „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის სამმართველო;
გ) „ე“, „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ფინანსების მართვის სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;
დ) „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ფინანსების მართვის სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 10🔗. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური
1. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) სამსახურებრივი ინსპექტირების მიზნით:
ა.ა) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და თავმჯდომარის ან/და შესაბამისი თავმჯდომარის მოადგილისათვის წარდგენა;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებების, საჩივრების (გარდა ადმინისტრაციული საჩივრებისა), შეტყობინებების ან/და ინფორმაციის განხილვა;
ა.გ) შემოწმების შედეგების საფუძველზე, დეპარტამენტის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი თავმჯდომარის მოადგილისათვის რეკომენდაციის წარდგენა, გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
ა.დ) დეპარტამენტში დისციპლინის შესრულების კონტროლი;
ა.ე) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლი;
ბ) ხარისხის კონტროლის მიზნით:
ბ.ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის ამაღლებაზე, გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა;
ბ.ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
ბ.გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის სისტემატური კონტროლი და შეფასება;
ბ.დ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და სამშენებლო/საზედამხედველო კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი;
ბ.ე) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗. იურიდიული სამსახური
1. იურიდიული სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. იურიდიული სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) წარმოადგენს დეპარტამენტს საქართველოს საერთო სასამართლოებში და უცხო ქვეყნის სასამართლო(ებ)ში.
3. იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე(ები) (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე(ები)), სამმართველოს უფროსები (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ(ებ)ი)) და შესაბამისი სპეციალისტები წარმოადგენენ დეპარტამენტს საქართველოს საერთო სასამართლოებსა და უცხო ქვეყნის სასამართლო(ებ)ში, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.
4. იურიდიულ სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო.
5. იურიდიული სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა;
ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექსპროპრიაციის შესაბამისი ღონისძიებების წარმართვა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფის მიზნით:
თ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა/დამუშავება;
თ.გ) დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ.დ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა;
ი) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა ან სამართლებრივი ექსპერტიზა;
კ) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება, გარდა განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა, ასევე გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათი ცვლილებების სამართლებრივი კუთხით ვიზირება;
ლ) დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;
მ) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წინადადების საფუძველზე, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გატარების უზრუნველყოფა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
პ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ჟ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) „ო“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ადმინისტრაციული სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 12🔗. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური
1. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) განსახლების სამმართველო;
ბ) რეგისტრაციის სამმართველო;
გ) გარემოს დაცვის სამმართველო.
3. გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საავტომობილო გზების პროექტირებისათვის გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება განსახლებისა და გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტების, განსახლების გეგმების დამუშავებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამუშავების კუთხით;
გ) მომზადებული განსახლებისა და გარემოსდაცვითი ჩარჩო-დოკუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების და განსახლების გეგმების წინასწარი რედაქციების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათ საბოლოო რედაქციებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება როგორც განვითარების პარტნიორების მიერ დადგენილი წესების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განსახლების და გარემოსდაცვითი ჩარჩო-დოკუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების და განსახლების გეგმების საბოლოო რედაქციების შესაბამისი განვითარების პარტნიორებისა და უწყებებისთვის, დადგენილი წესის შესაბამისად, შესათანხმებლად წარდგენა თანხმობის მიღების მიზნით;
ე) განვითარების პარტნიორების არანებაყოფლობითი განსახლებისა და გარემოსდაცვითი შეფასების უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩარჩო-დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით მომზადებული და შეთანხმებული განსახლების გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეთანხმებული გარემოს დაცვისა და განსახლების გეგმის შესრულების მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და შესაბამისი განვითარების პარტნიორებისთვის წარდგენა;
ზ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი, როგორც პროექტით გაუთვალისწინებელი, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოს დაცვის და განსახლების კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
თ) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომელთა ფარგლებშიც არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმების მომზადება, მაგრამ პროექტის ზემოქმედების შემთხვევებს ექნება ადგილი, ზემოქმედების მასშტაბებისა და ღირებულებების განსაზღვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ი) განსახლების პროცესში განსახლების გეგმებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ფარგლებში:
ი.ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ი.ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება;
ი.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვისი საკუთრებით სარგებლობის ან/და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება;
კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას კერძო მესაკუთრეთა მიერ დეპარტამენტში წარდგენილი საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;
ლ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაციის უფლებამოსილი სუბიექტებისგან გამოთხოვა, მიღებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
მ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, დეპარტამენტის მიერ გამოსასყიდი, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი ან/და მცდარი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ზუსტი საკადასტრო მონაცემებით სისტემური რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ნ) დეპარტამენტის მიერ გამოსყიდულ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კერძო მესაკუთრეთათვის დეპარტამენტის მიერ ჩამორთმეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
ო) საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მომზადებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გამოკვლევა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
პ) იმ საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, რომელიც დაკავშირებულია საავტომობილო გზების განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
რ) განსახლებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„ზ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს განსახლების კუთხით და „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის განსახლების სამმართველო;
ბ) „ა“-„ზ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს გარემოს დაცვის კუთხით ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის გარემოს დაცვის სამმართველო;
გ) „ლ“-„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის რეგისტრაციის სამმართველო;
დ) „ს“-„ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
1. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) შესყიდვების სამმართველო;
ბ) ანგარიშგების სამმართველო.
3. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება. დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული გეგმის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურასა და ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის საშუალებით;
გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის საშუალებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება;
ე) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შედეგად გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ხელმოწერის ორგანიზება;
ვ) დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე ატვირთული ხელშეკრულებების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის განთავსება აღნიშნულ სისტემაში;
ზ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცედურების განხორციელება. გამარტივებული შესყიდვისა და კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
თ) შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარება და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილებების შესრულება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ანგარიშგების სამმართველო;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის შესყიდვების სამმართველო;
გ) „დ“–„ვ“ და „თ“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 14🔗. საერთაშორისო შესყიდვების სამსახური
1. საერთაშორისო შესყიდვების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საერთაშორისო შესყიდვების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) შესყიდვების სამმართველო;
ბ) ანგარიშგების სამმართველო.
3. საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) განვითარების პარტნიორების მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებით, წესებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, აგრეთვე გამოყოფილი სესხისა და გრანტის ათვისების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
ბ) განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე განსახორციელებელი და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) განვითარების პარტნიორებისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ;
დ) მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, განვითარების პარტნიორების მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურების შესაბამისად, სესხისა და გრანტის სახით მიღებული სახსრების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება და მისი ორგანიზება;
ე) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას განვითარების პარტნიორების დაფინანსებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება და ვიზირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
კ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ანგარიშგების სამმართველო;
ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის შესყიდვების სამმართველო;
გ) „ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 15🔗. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური
1. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება განვითარების პარტნიორების მიერ დაფინანსებული:
ა) საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების პროექტების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების შესახებ დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ყოველწლიური გეგმების შესრულების მონიტორინგი;
გ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, დეპარტამენტის დაკვეთით საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
დ) მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი;
ე) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ზედამხედველების მიერ საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი შუალედური ანგარიშების განხილვა და შედეგებზე რეაგირებისათვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;
ვ) მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოების მიღებაზე (შუალედური და საბოლოო) ზედამხედველებისგან დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ზ) მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოებზე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, შესაბამისი პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესახებ;
თ) მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
ი) მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
კ) დასრულებული მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) დეპარტამენტის დაკვეთით მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის, პერიოდული შეკეთებისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოთა განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
რ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 16🔗. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) დაგეგმარების სამმართველო;
ბ) საგზაო აქტივების მართვის სამმართველო.
3. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) საგზაო სამუშაოების დაგეგმვა და ნაპირდაცვის სამსახურის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების შესაბამისად ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების დაგეგმვა;
ბ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ერთიანი სტრატეგიული მიმართულებების და დოკუმენტების შემუშავება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ე) ყოველწლიურად დაგეგმილი საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების ნუსხის/გეგმის შემუშავება დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით და ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება ნაპირდაცვის სამსახურთან თანამშრომლობით;
ზ) საავტომობილო გზების ნუსხის შედგენისა და ნუსხის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება;
თ) დასრულებული საავტომობილო გზებისა და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის ობიექტების აღრიცხვა, მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და დახარისხება;
ი) საავტომობილო გზებისა და ხიდების პასპორტიზაციის, აღწერისა და რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
კ) საავტომობილო გზების ქსელის შესახებ სტატისტიკური, ანალიტიკური მონაცემების მიღება და მათი დამუშავება;
ლ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა, მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების მდგომარეობისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოთა შესახებ წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განვითარებული სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების პირველადი შეფასება, პრევენციული/დაუყოვნებლივი გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის/წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ო) საავტომობილო გზებისა და მათი კუთვნილებების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი, სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულებისათვის;
პ) საავტომობილო გზების თაობაზე არსებული სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება დაგეგმარების შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებისას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
უ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ფ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ქ) პროექტების დაგეგმვის ეტაპზე პროექტის საწყისი სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის მომზადება, სავარაუდო ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ღ) მოძრაობის ინტენსივობის, საავტომობილო გზების დატვირთულობის, საგზაო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის მონაცემების სისტემატური შეგროვება, ანალიზი და მონაცემთა ბაზაში ინტეგრირება;
ყ) გზის უსწორმასწორობის კოეფიციენტის (IRI) გამოთვლა, მონიტორინგი და მისი გამოყენება საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასებისა და განსახორციელებელი სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის;
შ) გზების გამტარუნარიანობის, ტექნიკური მდგომარეობის, ეკონომიკური ეფექტიანობისა და ექსპლუატაციის პერიოდის ხარჯების ანალიზი HDM-4 სისტემის გამოყენებით;
ჩ) მიღებული ანალიტიკური მონაცემების გამოყენება საგზაო აქტივების მართვის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციისათვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დაგეგმარების სამმართველო;
ბ) „ქ“–„ჩ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის საგზაო აქტივების მართვის სამმართველო;
გ) „პ“–„ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 17🔗. საპროექტო სამსახური
1. საპროექტო სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საპროექტო სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) ტექნიკური ნებართვების სამმართველო;
გ) ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო.
3. საპროექტო სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ვ) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის;
თ) შესაბამისი საგზაო სამუშაოების, ხელოვნური ნაგებობის მიმართ განსახორციელებელი სამუშაოების, სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება;
ი) შესაბამის პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;
კ) დეპარტამენტის მიერ საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ლ) საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და საავტომობილო გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობის დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;
მ) საავტომობილო გზების გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა (შეთანხმების შემთხვევაში);
ნ) არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების საავტომობილო გზებზე გატარების შეთანხმება და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო პროექტების მიმართ ასრულებს საპროექტო სამსახურის საგზაო პროექტების მართვის სამმართველო, ხოლო სახიდე გადასასვლელების მიმართ საპროექტო სამსახურის ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო;
ბ) „ლ“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საპროექტო სამსახურის ტექნიკური ნებართვების სამმართველო;
გ) „ო“-„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საპროექტო სამსახურის ყველა სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 18🔗. საგზაო უსაფრთხოების სამსახური
1. საგზაო უსაფრთხოების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საგზაო უსაფრთხოების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) უსაფრთხოების აუდიტისა და ინსპექტირების სამმართველო;
ბ) საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო.
3. საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აუდიტში მონაწილეობის მიღება და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინსპექტირების ჩატარება, უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის ან/და ტერიტორიული ორგანოს მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საავტომობილო გზების, სახეობების, გამომწვევი მიზეზების და შედეგების მიხედვით კლასიფიკაცია, ანალიზი და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების კონცენტრაციის ადგილების გაუმჯობესებისთვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების მომზადება;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების წარმოების უზრუნველსაყოფად კონტრაქტორი ორგანიზაციების ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტში წარდგენილი მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შემოწმების, დამტკიცების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმების, კონტრაქტორ ორგანიზაციებზე სქემების გადაცემის პროცედურათა განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პროცედურების მიხედვით საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განთავსებაზე მონიტორინგის განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებასა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან ერთად მონაწილეობის მიღება;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფიდან ან/და ტერიტორიული ორგანოდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, პერსპექტიული გეგმებისა და საავტომობილო გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას მათი გამოყენება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე საპროექტო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან შეთანხმების პროცედურათა განხორციელება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესყიდულ სამუშაოებზე მონიტორინგის განხორციელება;
ო) ცვლადი და ტექსტური საინფორმაციო ნიშნების მართვაში მონაწილეობა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიული ორგანოსთან კოორდინირებული მუშაობის გზით;
პ) საავტომობილო გზების მოსარგებლეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით მომსახურების სისტემის მართვა და განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;
ჟ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვის, განვითარებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება, ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და სისტემაში ასახვა, აღნიშნული სისტემების მართვა და განვითარება დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფთან ან/და ტერიტორიულ ორგანოსთან კოორდინირებული მუშაობის გზით;
რ) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების მონიტორინგი, მიღებული მონაცემების დამუშავება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების, ორგანიზაციების ინფორმირება;
ს) ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების მეშვეობით შეფერხების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის ცვლილების უზრუნველყოფა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო და საინჟინრო ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით, დეპარტამენტის დაკვეთით საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების (შემდგომში – მშენებელი) და შესაბამის სამუშაოებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაცი(ებ)ის (შემდგომში – ზედამხედველი) მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიღება გზებზე არსებული ავტოსატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმების შესახებ;
უ) დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, მშენებელთან და ზედამხედველთან მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მოძიება/მიღება საავტომობილო გზებზე მოძრაობის რეჟიმის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სისტემატური მიწოდება, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების, ორგანიზაციების ინფორმირება და დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა;
ფ) საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გადაადგილების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მოძრაობის რეჟიმის შესახებ ინფორმაციის საავტომობილო გზის მოსარგებლეთათვის გადაცემის უზრუნველყოფა სხვადასხვა საშუალებით;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ჩ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ც) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების აუდიტისა და ინსპექტირების სამმართველო;
ბ) „ო“-„ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს საგზაო მოძრაობის მართვის სამმართველო;
გ) „ქ“-„ც“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 19🔗. ნაპირდაცვის სამსახური
1. ნაპირდაცვის სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
2. ნაპირდაცვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე საპროექტო მომსახურების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ვ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) შესაბამის პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრების განსაზღვრა;
ი) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემების, ნაპირდაცვითი ღონისძიებების გეგმების დადგენის უზრუნველყოფა;
კ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ავარიულ უბნებზე მიმდინარე მორფოდინამიკურ პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება;
ლ) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
მ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში, კანონით დადგენილი წესით საქმიანობის შეთანხმება;
ნ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი;
ო) დეპარტამენტის დაკვეთით ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
პ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიღების (შუალედური და საბოლოო) მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჟ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი, სამუშაოების მიმდინარეობაზე ანგარიშის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა პროექტის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ;
რ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ს) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ტ) ზედამხედველის მიერ ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
უ) დასრულებული ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;
ღ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;
შ) საჭიროების შემთხვევაში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენას სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ჩ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შემუშავება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;
ც) ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ძ) მშენებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
წ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ხ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ჰ1) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ჰ2) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 20🔗. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახური
1. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული:
ა) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) შესაბამისი საგზაო სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
დ) შესაბამისი საგზაო სამუშაოების მიღების (შუალედური და საბოლოო) მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) საგზაო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი და სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ვ) საგზაო სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) საგზაო სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) ზედამხედველის მიერ საგზაო სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) დასრულებული შესაბამისი სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საგზაო სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) საგზაო სამუშაოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;
მ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი შესაბამისი საგზაო სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;
ო) საჭიროების შემთხვევაში, საგზაო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
პ) მშენებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჟ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 21🔗. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახური
1. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო;
ბ) გვირაბებისა და გარე განათების სამმართველო.
3. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას მიეკუთვნება, საავტომობილო გზების (მათ შორის, ხიდები და გვირაბები) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში:
ა) სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ) შესაბამისი სამუშაოების მიღების მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი და სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
დ) სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამუშაოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულებების მოქმედების ვადით;
ზ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
თ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან შესასრულებელ სამუშაოებზე დეპარტამენტში წარდგენილი გეგმა-პროგნოზის მიღება, შეთანხმება;
ი) საავტომობილო გზების/ხიდების/გვირაბების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
კ) საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ლ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა;
მ) საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბების და განათების სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზებზე არსებული გვირაბების მართვა საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
ო) გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
პ) დასრულებული სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ) სამუშაოების განმახორციელებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ქ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ღ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებს გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მიმართ ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურის გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო, ხოლო გვირაბებისა და გარე განათების მიმართ, ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურის გვირაბებისა და გარე განათების სამმართველო.
მუხლი 22🔗. შრომის უსაფრთხოების სამსახური
1. შრომის უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
2. შრომის უსაფრთხოების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებისა და შესაბამისი საკონტროლო ღონისძიებების დანერგვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი უსაფრთხოების გეგმების განხილვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების შესრულების პროცესში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე მონიტორინგსა და ინსპექტირებაში მონაწილეობა;
ე) დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესაბამისი ქმედებების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურთან კომუნიკაცია, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება და დოკუმენტაციის მიწოდება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტექნიკური დავალებების შემუშავება შესყიდვებთან ან პროექტებთან მიმართებაში და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ევაკუაციის, სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი გეგმების შემუშავების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 23🔗. ლოგისტიკის სამსახური
1. ლოგისტიკის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ლოგისტიკის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
3. ლოგისტიკის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისთვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება;
ბ) დეპარტამენტის ქონების დასაწყობებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაცია;
დ) დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის გარეთ არსებული დეპარტამენტის შესაბამისი უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ვ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული დეპარტამენტის შესაბამისი მოძრავი ქონების აღრიცხვა;
ზ) დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა, მათ შორის, სამსახურებრივი მივლინებების ფარგლებში საწვავის გამოყოფისა და ხარჯვის მონაცემების ანგარიშგება/აღრიცხვა;
თ) დეპარტამენტის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ი) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობების სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
კ) დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების მონიტორინგი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გათბობის საშუალებებისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე, სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციის გამართული მუშაობის მონიტორინგი;
მ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ნ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება;
ო) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
პ) წლის განმავლობაში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობების ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ჟ) დეპარტამენტის ლოგისტიკის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა, ლოგისტიკის უზრუნველყოფის ფარგლებში, ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
უ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტი სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ფ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველო;
ბ) „ე“-„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) „რ“-„ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ლოგისტიკის სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 24🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.