საქართველოს მწერალთა კავშირის საკითხები
მიღების თარიღი 04.03.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 000000210.02(0).000.000136 17
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 3, 29/03/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მწერალთა კავშირის საკითხები
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება № 132
1991 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მწერალთა კავშირის საკითხები
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს მწერალთა კავშირის წინადადება და ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 8 თებერვლის № 81 დადგენილება „საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სახლის საკითხების“ შესახებ.
2. გაუქმდეს საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული ლიტერატურის თარგმანის საკოორდინაციო-საგამომცემლო ცენტრი.
3. შეიქმნას საქართველოს მწერალთა კავშირის საქართველოს ლიტერატორთა სახლი და გადაეცეს მას საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის ლიტერატურული ურთიერთობების სახლი.
4. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ შეიტანონ შესაბამისი ცვლილებანი სახელმწიფო გეგმასა და ბიუჯეტში.
5. თბილსის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1991 წლის 15 მაისამდე შეასრულოს საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის ლიტერატურული ურთიერთობების სახლთან დაკავშირებით მიღებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის № 501 დადგენილება გალაქტიონის ქუჩის № 20 სახლიდან 4 ოჯახის გაყვანის შესახებ (6 ბინა), ხოლო საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მწერალთა კავშირს 1991 წელს გამოუყოს საქართველოს ლიტერატორთა სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის 1990 წელს ამავე დადგენილებით გათვალისწინებული და აუთვისებელი 330 ათასი მანეთი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე