საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი ფასების სახელმწიფო კომიტეტის ფასების კონტროლის სამსახურის საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 12.03.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000038 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 3, 29/03/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი ფასების სახელმწიფო კომიტეტის ფასების კონტროლის სამსახურის საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება № 162
1991 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი ფასების სახელმწიფო კომიტეტის ფასების კონტროლის სამსახურის საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი ფასების სახელმწიფო კომიტეტის ცენტრალური აპარატის ფასების კონტროლის სამმართველო საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს.
2. დაწესდეს აფაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ფასების ინსპექციებისა და ფასების ინსპექტორების ორმაგი დაქვემდებარება - ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისადმი და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსადმი.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შეიტანოს ამ დადგენილების საფუძველზე სათანადო ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე