მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №520
სარეგისტრაციო კოდი 000000030.02(0).000.000162 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 28/06/1991
196 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №520 1991 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 27 აპრილის კანონის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს ყოფილი სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასკომების მოქალაქეობრივი მდგომარეობის, აქტების ჩამწერ განყოფილებათა, ქორწინების სასახლეთა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ არქივთა საშტატო ერთეულები მათი შესანახი ხარჯებითურთ. 2. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებათა, ქორწინების სასახლეთა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივთა შტატებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ამ ორგანოებისათვის დადგენილი საშტატო ერთეულების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში, თანამდებობრივი განაკვეთების დაცვით. 3. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებათა, ქორწინების სასახლეთა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივთა შენახვა რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ზემოაღნიშნული საკითხზე ადრე მიღებული გასაუქმებელი აქტების ნუსხა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე                                  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელწმიფო კანცელარიის მმართველი                                                               გ. ბერიძე