ასპინძის სატყეო მეურნეობის აღდგენის შესახებ
მიღების თარიღი 07.06.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №459
სარეგისტრაციო კოდი 000000270.02(0).000.000161 3
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 6, 28/06/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის სატყეო მეურნეობის აღდგენის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №459
1991 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
ასპინძის სატყეო მეურნეობის აღდგენის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროსა და ასპინძის რაიონის პრეფექტურის წინადადება და აღდგენილ იქნეს ასპინძის სატყეო მეურნეობა. ამასთან დაკავშირებით „საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 23 აგვისტოს №383 დადგენილებით დამტკიცებულ რესპუბლიკის ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სტრუქტურის თავს „საქვეუწყებო საწარმოები და ორგანიზაციები“ სიტყვების: „ჩხოროწყუს სატყეო მეურნეობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ასპინძის სატყეო მეურნეობა“.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელწმიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე