„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 18.07.2006
ძალის დაკარგვა 25.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №211
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.008.956
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 21/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:63.0pt 55.45pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.008.956
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №211
2006 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის” თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – სამხედრო პოლიცია) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, იგი წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დანაშაულის გამოძიებას, პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, სამხედრო და სხვა სტრატეგიული ობიექტების (საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ) უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფას, აგრეთვე სამშვიდობო და ანტიტერორისტულ ოპერაციებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობის უზრუნველყოფას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
მუხლი 2🔗
სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗
სამხედრო პოლიცია ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე.
მუხლი 4🔗
სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ-
ინგლისური წარწერით „
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი”, აგრეთვე შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზანი და ძირითადი პრინციპები
მუხლი 5🔗
სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ძირითადი პრინციპებია:
ა) სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნისთვის და ბრძოლისუნარიანობის გასამტკიცებლად, სამინისტროში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) სამხედრო პოლიციის საქმიანობა, სახელმწიფო, პროფესიული და პირადი საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, აგრეთვე სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს;
გ) სამხედრო პოლიცია, კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან კოორდინირებულად.
თავი III
სამხედრო პოლიციის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗
სამხედრო პოლიციის ამოცანებია:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ქვემდებარედ განსაზღვრული დანაშაულების გამოძიება;
ბ) სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სახედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების), აგრეთვე სამხედრო ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო საგანგებო დავალებების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო დანიშნულების ტექნიკისა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების (როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების კუთვნილი) გადაადგილების კონტროლი;
ვ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, შესაბამის ტერიტორიაზე, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში, სამშვიდობო მისიით სამხედრო დისციპლინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლის (როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ) უზრუნველყოფა;
ზ) ტაქტიკური ამოცანების განხორციელება და სამხედრო ოპერაციების დროს საბრძოლო შენაერთებში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფა.
მუხლი 7🔗
სამხედრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვითი და შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან კოორდინირებულად სამხედრო დანიშნულების ტვირთებისა და სამინისტროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების რეგულირება და შესაბამისი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა;
გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მათი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი, უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების ესკორტით) უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საომარი საგანგებო ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, გზების მდგომარეობისა და გამავალუნარიანობის დონის დადგენა;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ტყვეების (საგანგებო სიტუაციებში – სამოქალაქო პირების) ბადრაგირება, განთავსება, დაცვა და სამხედრო ტყვეთა ბანაკების უსაფრთხო ფუქციონირების უზრუნველყოფა;
თ) საგანგებო მდგომარეობის დროს, მოსახლეობის ევაკუაციის, იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა გადაადგილება-განთავსების ორგანიზება და უსაფრთხოების დაცვა;
ი) სამხედრო წვრთნების დროს, საწვრთნელი ტერიტორიის, სასროლეთისა და პოლიგონების პერიმეტრების დაცვა, აგრეთვე აღნიშნულ ადგილებში სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით, სამხედრო პოლიციის გაერთიანებული დანაყოფების საბრძოლო ოპერაციებში ჩაბმა;
ლ) სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების) უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს ქალაქებსა და რეგიონალურ ადმინისტრაციულ ცენტრებში, სამხედრო (საავტომობილო ან/და ქვეითი) პატრულირების განხორციელების უზრუნველყოფა;
ნ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საბრძოლო დანიშნულების ტექნიკის, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებათა და სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილების კანონიერებაზე კონტროლის განხორციელება;
ო) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8🔗
სამხედრო პოლიციას გააჩნია შემდეგი უფლებამოსილებანი:
ა) შესაბამისი ნებართვების (დოკუმენტების) არმქონე უცხო ქვეყნის საბრძოლო დანიშნულების ტექნიკის, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის (შემოტანის), გადაადგილებისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის (გატანის) აკრძალვა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
გ) მოიპოვოს, დაამუშაოს, ანალიზი გაუკეთოს სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და განახორციელოს სტრატეგიული დაგეგმვა;
დ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა;
ვ) მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, შეადგინოს შესაბამისი ოქმები და დამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი ან შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის ორგანოს;
თ) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, გამოიძახოს პირი, მოსთხოვოს ახსნა-განმარტება და საქმესთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, აწარმოოს მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამსახურებრივი – საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით განახორციელოს ძებნილი სამხედრო მოსამსახურეების ძებნა-დაკავების ღონისძიებები;
მ) საჭიროების (განსაკუთრებულ) შემთხვევებში, სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მიმაგრებულია სამხედრო დანაყოფზე, მოქმედებს როგორც მისი შემადგენელი ნაწილი და საბრძოლო ერთეული;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
თავი IV
სამხედრო პოლიციის ორგანიზაციული მოწყობა და მმართველობა
მუხლი 9🔗
სამხედრო პოლიციის საქმიანობის ორგანიზება ხორციელდება შემდეგი სახით:
1. სამხედრო პოლიცია დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე (საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) მის ფარგლებს გარეთ და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით.
2. სამხედრო პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სისტემასა და სტრუქტურას, განსაზღვრავს წინამდებარე დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 10🔗
სამხედრო პოლიციის მმართველობა:
1. სამხედრო პოლიციის საქმიანობას მართავს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამხედრო პოლიციას და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო პოლიციის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) თვალყურს ადევნებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამხედრო პოლიციის თანამშრომლების საქმიანობაზე;
დ) ანაწილებს სამხედრო პოლიციის მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში, წყვეტს მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური ან წახალისების ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ზ) დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს სამხედრო პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტებს;
თ) პერიოდულობით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და წინადადებებს სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;
ი) სამხედრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისათვის;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს შუამდგომლობებს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების, აგრეთვე,
კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით, მათთვის წოდების მინიჭების თაობაზე;
ლ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე და სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
მ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;
ნ) ზედამხედველობს მისი მოადგილეების, სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებას;
ო) ასრულებს მინისტრის, სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ, ცალკეულ დავალებებს;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამხედრო პოლიციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება სამხედრო პოლიციის უფროსის ბრძანებით.
4. სამხედრო უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას (მისივე ბრძანებით) ასრულებს სამხედრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, რომელსაც სამხედრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამხედრო პოლიციის უფროსის წინაშე და კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებაზე.
თავი V
სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 11🔗
სამხედრო პოლიცია მის წინაშე დასმულ ამოცანებსა და დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან სამხედრო პოლიციის უფროსს და მათ კურატორ სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეს.
მუხლი 12🔗
სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – დანაყოფი):
1. საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზუნველყოფის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სამხედრო პოლიციის ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მაკოორდინირებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმიანობა; სამხედრო პოლიციის უფროსისათვის საინფორმაციო და სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამხედრო პოლიციის პატრულისა და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა.
2. სამძებრო-ოპერატიული დანაყოფების კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სამხედრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფა, რეგიონალური სამმართველოების ოპერატიული და სამძებრო დანაყოფების კონტროლი, მათი ურთიერთკოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ძებნილი სამხედრო მოსამსახურეების ძებნა-დაკავება.
3. ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვითი და შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. რეგიონალური სამმართველოები: თბილისის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, აჭარის რეგიონალური სამმართველო, რომელთა ამოცანაა ამ დებულებით მათ კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების შესრულება.
მუხლი 13🔗
სტრუქტურულ დანაყოფებში შემავალი განყოფილებებია:
1. სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზუნველყოფის სამმართველო, მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების საშუალებით:
ა) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის განყოფილება, რომლის ფუნქციებია სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია. სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან პოლიციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია; სამხედრო პოლიციის დანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით, ანგარიშების მიღება და ანალიზი; სამხედრო პოლიციის დანაყოფების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საკადრო განყოფილება, რომლის ფუნქციაა სამხედრო პოლიციის სისტემაში შემავალი ყველა დანაყოფის ეფექტური ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა სამხედრო პოლიციის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განსახორციელებლად. სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება. საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზაცია. კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
გ) სამინისტროს ავტოტრანსპორტის ტექნიკური ზედამხედველობისა და რეგისტრაციის განყოფილება, რომლის ფუნქციაა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა,
რეგისტრაცია;
დ) სამორიგეო განყოფილება, რომლის ფუნქციაა სამხედრო პოლიციის ადმინისტაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება, სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულის შესახებ განცხადება-შეტყობინების მიღება და რეგისტრაცია. სამხედრო პოლიციაზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია;
ე) საქმისწარმოების განყოფილება (კანცელარია), რომლის ფუნქციაა სამხედრო პოლიციის უფროსთან თათბირების მომზადება და ოქმების გაფორმება, სამხედრო პოლიციაში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება. სამხედრო პოლიციის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებისა და მითითებების აღრიცხვა-რეგისტრაცია და დაგზავნა, სამხედრო პოლიციის დანაყოფებში საქმის წარმოების ორგანიზება, საჩივარ-განცხადებების განხილვისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, სამხედრო პოლიციაში საიდუმლო საქმისწარმოება და საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.
2. სამხედრო პოლიციის სამძებრო-ოპერატიული დანაყოფების ორგანიზაციული კონტროლის სამმართველო, მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების საშუალებით:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილება, რომელიც ორგანიზაციულ კონტროლს უწევს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფებს. პერიოდულად იღებს მათგან ინფორმაციას აღნიშნული რეგიონალური სამმართველოების მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ, აგრეთვე ოპერატიულ ძებნაზე გადაცემულ პირთა შესახებ. ურთიერთკოორდინირებული მუშაობის მიზნით, რეგიონალურ სამმართველოებს უგზავნის სამოქმედო ორიენტირებებს;
ბ) დასავლეთ საქართველოს განყოფილება, რომელიც ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოსა და აჭარის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფებს. პერიოდულად იღებს მათგან ინფორმაციას აღნიშნული რეგიონალური სამმართველოების მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ, აგრეთვე ოპერატიულ ძებნაზე გადაცემულ პირთა შესახებ. ურთიერთკოორდინირებული მუშაობის მიზნით, რეგიონალურ სამმართველოებს უგზავნის სამოქმედო ორიენტირებებს;
გ) სამძებრო-ოპერატიული განყოფილება, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
დ) საგამოძიებო განყოფილება, რომელიც ახორციელებს სამხედრო პოლიციის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასა და ყველა პროცესუალურ მოქმედებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფარგლებში.
3. ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველო, მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს, მასში შემავალი შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების საშუალებით:
ა) ობიექტების უსაფრთხოების განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვისა და შიდა უსაფრთხოების ღონისძიებებს;
ბ) ობიექტების დაცვის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს, აგრეთვე სამინისტროში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებებს (საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების ესკორტით).
მუხლი 14🔗
გარდა ზემოაღნიშნული სტრუქტურული დანაყოფებისა სამხედრო პოლიციის უფროსს უშუალოდ ექვემდებარება საბრძოლო პოლიციის ასეული, რომლიც უზრუნველყოფს ტაქტიკური ამოცანების განხორციელებასა და სამხედრო ოპერაციების დროს საბრძოლო შენაერთებში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფას.
მუხლი 15🔗
დანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 16🔗
დანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს დანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს დანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს დანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს დანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს სამხედრო პოლიციის უფროსს დანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 17🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.