⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.12.2014)
გაუქმებულია:

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 20.07.2006
ძალის დაკარგვა 30.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №714
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.961
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 25/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,244 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2006 მიღება
30.12.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.961 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №714 2006 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავ­ლე­ბელ­თა პროფესიული განვითარების ცენტრის შექ­მნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის №389 ბრძანებულების, „ნორმატიული აქ­ტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ცენტრის სამართლებრივი სტატუსი 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელ­მწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალ­კე­ვებულ ორგანიზაციას. ცენტრი უზრუნველყოფს მას­წავ­ლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლებას, მასწავ­ლებლის პროფესიული ცოდნის, საქმიანობის მაღალ სტანდარტს, სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნე­ლოვნად გაუმჯობესებას მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთა­შო­რისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქარ­თვე­ლოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ­ში – მინისტრი) ბრძანებებითა და ამ დებულებით. 3. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრე­ბუ­ლი ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახე­ლით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარი­გებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარ­ჩელედ და/ან მოპასუხედ. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0146, უზნაძის 52.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და მოვალეობები 1. ცენტრის მიზანია: ა) მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი განვითარება საქართველოში სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით; ბ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების, განვი­თა­რებისა და მასწავლებლობის უფლების მინი­ჭე­ბის ერთიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბე­ბის ხელ­შეწყობა; გ) მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლე­ბის ხელშეწყობა. 2. ცენტრის საქმიანობის სფეროა: ა) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების პროექტების შექმნა და განვითარება: ბ) საჯარო სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა; გ) მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; დ) მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მომზადება; ე) სკოლაში არსებული ვაკანსიების რეგისტრაცია; ვ) მასწავლებელთა პროფესიული მომზადების და განვითარების პროგრამების შესამუშავებლად რეკომენდა­ციების მომზადება; ზ) მაძიებლების და სტაჟიორების სკოლაში გამო­საც­დელი პერიოდის შესახებ წინადადებების შემუშა­ვება; თ) მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავ­ში­რებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო­სათვის (შემდგომში – სამინისტრო) რეკომენდა­ციების მომზადება. 3. მიზნების მისაღწევად ცენტრი: ა) ქმნის სკოლაში არსებული მასწავლებლების ვაკანსიების რეგისტრაციის სისტემებს. ადგენს ვაკან­სიე­ბის რეგისტრაციის პროცედურებსა და წესებს. ქმნის და ავრცელებს სარეგისტრაციო გზამკვლევებსა და ფორმებს სხვადასხვა მომხმარებლისათვის; ბ) ამზადებს და ავრცელებს რეკომენდაციებსა და გზამკვლევებს მასწავლებლების, დირექტორებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის; გ) მაძიებლების და სტაჟიორების სკოლაში გამოსაც­დელი პერიოდის შესახებ ამზადებს და ავრცელებს სხვადასხვა სარეკომენდაციო სახელმძღვანელოებსა და გზამკვლევებს; დ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის გამჭვირვა­ლეობას, პედაგოგიურ საზოგადოებასთან ორმხრივ კავშირს; ე) ქმნის და ავრცელებს საინფორმაციო ბუკლეტებს, პერიოდულ გამოცემებს, მეთოდურ სახელმძღვანე­ლოებს, გზამკვლევებსა და თავისი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მასალას; ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს, ზოგადსაგანმანათლებლო და სხვა სა­ხის საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასრულებს სხვა­­დასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვე­თებს; ზ) ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ცენტრებთან, ფინანსურად უზრუნველ­ყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენ­ციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარ­გარეთ; თ) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირებთან; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას; კ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავებას; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფლებამოსილია გახდეს ინვენტა­რის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუ­ტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე სხვა ობიექტე­ბის მესაკუთრე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ცენტრი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ცენტრის საქმიანობის ანგარიშების დროული მომზადება და წარდგენა სამინისტროსათვის; ბ) განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები ეფექტურად და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის გამჭირვალობა, საჯაროობა.     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს მართავს დირექტორი. დირექტორს თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი. 2. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექ­ტორი პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე. 3. დირექტორი პასუხისმგებელია ფულადი სახსრე­ბის მიზნობრივ ხარჯვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დირექტორი უფლებამოსილია საჭიროების შემ­თხ­ვე­ვაში შექმნას მუდმივმოქმედი კომისია, შეი­მუშაოს მისი დებულება და დასამტკიცებლად წარუდ­­­გინოს მი­ნისტრს. 5. დირექტორი უფლებამოსილია თანამდებობაზე და­ნიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ცენ­ტრის თანამშრომლები. 6. ცენტრის მუშაკთა შრომის ანაზღაურება განისაზ­ღვრება ხელშეკრულებით. 7. დირექტორი ადგენს დაწესებულების შინაგანაწესს. ცენტრის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას შინაგანაწესი. 8. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემ­თხვევების დროს დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ცენტრის რომელიმე თანამშრო­მელს.     მუხლი 4🔗. ცენტრის ფულადი სახსრები 1. ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რი­ვი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ცენტრის მიმდინარე ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცე­დურე­ბისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდ­გენს მინისტრს.     მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება ცენტრს თავისი უფლებამოსილების განსახორ­ციელებ­ლად გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქო­ნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე 1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბა­მისად მინისტრი კონტროლის განსახორციელებ­ლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტრო­ლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტა­ცია და ინფორმაცია. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქ­მოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირ­თვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვა­ლის­­წი­ნე­ბულ ქმედებათა განსახორციელებლად – სა­ქარ­­თვე­­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. 6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთე­ბული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელ­მწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 7🔗. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს თავისი საფი­ნანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშება საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით. 2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია სამინის­ტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ფინანსური ანგარიში, ხოლო მისი საქმიანობის შესა­ხებ ანგარიში – ყოველკვარტალურად. 3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინის­ტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 8🔗. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის წესი 1. ცენტრი წყვეტს საქმიანობას დასახული მიზნის მიღწევის, ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იური­დიუ­ლი ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ცენტრი აგრძელებს არსებობას. 2. ცენტრის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდა­ტორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატო­რი შეიძლება იყოს ცენტრის ხელმძღვანელი. 3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორ­ციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდა­ციის მიზნით. 4. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. 5. ამ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­­მისად.