“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№671
სარეგისტრაციო კოდი
010.240.040.22.027.008.963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 25/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.008.963

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №671

2006 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში (სსმ III, 15.06.2005 წ., №72, მუხ. 777) შევიდეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

,,ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული, საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მიღება, სალეგალიზაციოდ მომზადება და სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტისათვის წარდგენა;

ზ) სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.“.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

,,ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას, მათ სალეგალიზაციოდ მომზადებას და სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტში ხელმოსაწერად წარდგენას;

ო) დადგენილი წესით ლეგალიზებული დოკუმენტების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემას.”.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტებს.“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

,,დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ, საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა მიღებას და სალეგალიზაციოდ მათ მომზადებას;

ე) განცხადების წარდგენიდან 5-დღიან ვადაში დაინტერესებულ პირთათვის ლეგალიზებული დოკუმენტების გადაცემას.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.07.2006.
როდის იქნა მიღებული “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"?
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 21.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №671. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.040.22.027.008.963.
რამდენი მუხლისგან შედგება “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ", №671, 21.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.027.008.963 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65608/