საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.07.2006
ძალის დაკარგვა 03.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №216
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.008.964
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 25/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.008.964
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №216
2006 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 15 ოქტომბრის №281 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“. სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებულ ორგანიზაციას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, წინამდებარე დებულება.
3. სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №74.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების მეთვალყურეობა და მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში;
გ) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ნაოსნობისათვის საშიში სივრცეების თანამედროვე კარდინალური ნიშნებით შემოღობვა;
დ) საზღვაო ნავსადგურების თანამედროვე სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა, შეტყობინების დაგზავნა ნავსადგურების კაპიტნებისთვის, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის და შესაბამისი საერთაშორისო სამსახურებისათვის საშიში რაიონების დახურვის თაობაზე. სანავიგაციო საშუალებათა გამართული მუშაობის მხარდასაჭერად „ზღვაოსანთა უწყებებსა“ და „სანავიგაციო გაფრთხილებებში“ შეტყობინებების რეგულარული გამოქვეყნება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ე) სამსახურის უძრავი და მოძრავი ძირითადი საშუალებებისა და მცურავი სანავიგაციო ნიშნების მოდერნიზაცია, შეკეთება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი;
ვ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვა, უზრუნველყოფა;
ზ) რადიო და მანათობელა შუქურების ექსპლუატაცია-მომსახურება, ტექნიკური მეთვალყურეობა, შეკეთება და მოდერნიზაცია;
თ) სამხედრო-საზღვაო ძალების საკომანდო პუნქტის, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის და საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეტჩერო სამსახურის უზრუნველყოფა (ხელშეკრულების საფუძველზე) მეტეოროლოგიური და ნავიგაციური ცვლილებების შესახებ;
ი) ნავსადგურებში და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა ხომალდების უსაფრთხო ცურვისა და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე;
კ) სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი საშუალებებისათვის საჭირო სანავიგაციო რუკებისა და სახელმძღვანელოების კორექტირება;
ლ) საერთაშორისო ჰიდროგრაფიული სამსახურის რეკომენდაციებისა და რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, ამზადებს და გამოსცემს ნაოსნობის უსაფრთხოების საჭიროების დამაკმაყოფილებელ საზღვაო რუკებს, რეკომენდირებულ გზებს, შუქურების ჩამონათვალს, ზღვის მოქცევის სიებსა და სხვა საზღვაო პუბლიკაციებს;
მ) შესაბამისი საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტურის მიზნით გამოსცემს ზღვაოსანთა უწყებებს;
ნ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის მეშვეობით ელექტრონული რუკებისა და საინფორმაციო სისტემების (EDIS), აგრეთვე ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENCS) დანერგვა და განვითარება;
ო) გამართული მუშაობის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს სახმელეთო და საზღვაო სანავიგაციო საშუალებებს თანამედროვე სამეთვალყურეო მონიტორინული სისტემით;
პ) ამტკიცებს გეგმებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს სამეცნიერო-კვლევითი და ჰიდროგრაფიული სამუშაოების შესრულებაზე;
ჟ) ორგანიზაციას უწევს და მონაწილეობას იღებს ჰიდროგრაფიულ ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
რ) სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემსახურება ანაზღაურების გარეშე;
ს) საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე სამონტაჟებული სანავიგაციო, ელექტრონავიგაციური საშუალებებისა, რადიონავიგაციური ხელსაწყოებისა და მაგნიტური კომპასების რემონტი.
მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურის განვითარების მიმართულებებს, სამუშაო გეგმებს, წლიური ბიუჯეტის პროექტს, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს ან/და მათში შესატან ცვლილებებსა და ანგარიშებს სამსახურის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. სამსახურს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს სამსახურის დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. იგი არის სამოქალაქო პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
3. სამსახურის დირექტორი:
ა) ასრულებს სამსახურის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, განსაზღვრავს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ბ) წარმოადგენს სამსახურს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს სამსახურის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს სამსახურის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;
დ) ეკისრება პასუხისმგებლობა სამსახურის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე;
ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ვ) პასუხს აგებს სამსახურის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
ზ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად სამსახურში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. სამსახურის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რომელსაც სამსახურის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამსახურის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
5. სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილების მიღება სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.
მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება და სახსრები
1. სამსახურს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საინფორმაციო, საკონსულტაციო-კვლევითი და სხვა სახის მომსახურებით მიღებული შემოსავლები;
ე) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის სამინისტროს.
5. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 6🔗. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია
1. თუ სამსახური არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 7🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.