თავი III — ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებისა და ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), თუმცა არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.
2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.2025).