1. ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების განხორციელებისა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის მიცემას, რომელიც საერთაშორისო დაცვას მოითხოვს.

2. ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება არ მიეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებ