წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) არაბული ციფრით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2025
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.104.016006
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) არაბული ციფრით სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ჩიხი) არაბული ციფრით სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) არაბული ციფრით სახელდების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №25
2025 წლის 27 ივნისი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) არაბული ციფრით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუხეშის გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა,ჩიხი) არაბული ციფრით სახელდება:
ა) უსახელო ქუჩას ეწოდოს მე-17 ქუჩის სახელი, დანართების შესაბამისად;
ბ) მე-11 ქუჩის პირველ ჩიხს შეეცვალოს სახელწოდება და განისაზღვროს მე-17 ქუჩის პირველ ჩიხად, დანართების შესაბამისად.
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გაეგზავნოს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება ამოქმედდეს გაცნობისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია