“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმინობის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 25.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/672
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.008.973
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 27/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,316 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმინობის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.008.973 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/672 2006 წლის 25 ივლისი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ჩოგოვაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) არქიტექტუ­რულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამ­ხედ­ვე­ლობის ორგანო – მთავარი არქიტექტურულ-სამ­შენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენ­ინ­სპექცია) არის სამინისტროს გამგებლობაში არსე­ბუ­ლი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი შექმნილია „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანო­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის საფუძველზე. ამ კანონის შესაბა­მისად ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და წარმოადგენს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმია­ნობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს. 2. მთავარი არქმშენინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. მთავარი არქმშენინსპექცია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე და ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოებისათვის ადგენს ამ ობიექტებზე ზედამხედველობის გეგმას და იღებს ინფორმაციას მისი შესრულების შესახებ; ბ) ხელს უწყობს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; გ) ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) ადგილზე ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის შერჩევით შემოწმებებს და შემოწმე­ბისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზ­ნით აყენებს საკითხს მათი ზემდგომი ორგანოების წინაშე. 4. მთავარი არქმშენინსპექცია ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 5. მთავარი არქმშენინსპექცია იმყოფება სახაზინო მომსახურებაზე, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, ანგარიში ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით. 6. მთავარი არქმშენინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 7. მთავარი არქმშენინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას №12.     მუხლი 2🔗. მთავარი არქმშენინსპექციის ამოცანები და ფუნქციები 1. მთავარი არქმშენინსპექცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაში მონაწილეთა მიერ, ხარისხის სათანადო დონის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო საიმედოობის უზრუნველსაყოფად ატარებს მათ შემოწმებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. 2. მთავარი არქმშენინსპექცია ობიექტის მშენებლობის შემოწმებას ახორციელებს მშენებლობაში მონაწილეთა უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად. 3. მთავარი არქმშენინსპექციის ამოცანებია: ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ბ) მოსთხოვოს დამკვეთს დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობისას და აშენებული ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემისას. 4. მთავარი არქმშენინსპექცია შემოწმებით მიღებულ შედეგებს აანალიზებს და განაზოგადებს, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის. 5. მთავარი არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციების გატარების თაობაზე. 6. მთავარი არქმშენინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ სხვა ორგანიზებულ წარმონაქმნებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობას, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული.     მუხლი 3🔗. მთავარი არქმშენინსპექციის უფლება-მოვალეობანი  მთავარ არქმშენინსპექციას უფლება აქვს: ა) შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტებზე; ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული და სამშენებლო მასალის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი; გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმების და წესების, სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მიწერილობა გაიცემა, თუ დარღვევის გამოსწორება შესაძლებელია მშენებლობის შეუჩერებლად. აღნიშნული მიწერილობა გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს; დ) შეაჩეროს მშენებლობა „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში; ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანიზაციას დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში _ მთავარი არქმშენინსპექცია მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან; ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა ან/და დემონტაჟის შესახებ; ზ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები რთულ ობიექტებზე ზედამხედველობისათვის; თ) ორგანიზება გაუწიოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს.     მუხლი 4🔗. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა, ორგანიზაცია და მართვა 1. მთავარი არქმშენინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველო: ა.ა) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე; ა.ბ) ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს; ბ) ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო: ბ.ა) უზრუნველყოფს მთავარი არქმშენინსპექციის წარმომადგენლობას სასამართლოში; ბ.ბ) შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის; ბ.გ) ზედამხედველობს მთავარი არქმშენინსპექციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და არქმშენინსპექციიდან გასული სხვა დოკუმენტაციის შესაბამისობას კანონმდებლობასთან; ბ.დ) უზრუნველყოფს მთავარი არქმშენინსპექციის საქმიანობის მეთოდოლოგიის სრულყოფას; ბ.ე) ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდურ ხელმძღვანელობას; ბ.ვ) ახდენს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას; ბ.ზ) ახორციელებს სამსახურის კომპიუტერულ მომსახურებას. 2. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მთავარი არქმშენინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 3. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. 5. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი: ა) წარმოადგენს მთავარ არქმშენინსპექციას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; ბ) წარმართავს მთავარი არქმშენინსპექციის საქმიანობას; გ) წყვეტს მთავარი არქმშენინსპექციის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს; დ) განსაზღვრავს მოადგილისა და სხვა თანამდებობის პირთა ფუნქციებს; ე) უზრუნველყოფს საქართველოს ნორმატიული აქტების, პრეზიდენტის, პარლამენტის, მინისტრის ბრძანებების, დავალებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი არქმშენინსპექციის თანამშრომლებს; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს უფარდებს მთავარი არქმშენინსპექციის თანამშრომლებს. თ) ადგენს მთავარი არქმშენინსპექციის საშტატო განრიგს, ხარჯთაღრიცხვას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს.     მუხლი 5🔗. მთავარი არქმშენინსპექციის ანგარიშგება და კონტროლი 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი არქმშენინსპექცია აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს. 2. მთავარი არქმშენინსპექცია გაწეული საქმიანობის შესახებ სათანადო ანგარიშგებას, კანონით დადგენილი წესით, წარუდგენს სამინისტროს.     მუხლი 6🔗. მთავარი არქმშენინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. მთავარი არქმშენინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით. 2. მთავარი არქმშენინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.