“საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 19.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/632
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.22.024.008.974
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 27/07/2006
matsne.gov.ge 810 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ობიექტის დასახელება მისამართი

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:85.05pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section2 {page:Section2;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.22.024.008.974 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  ბრძანება №1-1/632 2006 წლის 19 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოების თანდართული წესი დანართთან ერთად. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. ჩოგოვაძე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის და  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოების წესს.     მუხლი 2🔗 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.     მუხლი 3🔗 ამ წესის მიხედვით უწყებრივ რეესტრში დანართი №1-ის მიხედვით რეგისტრაციას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: ა) უსასყიდლო უზუფრუქტი; ბ) სასყიდლიანი უზუფრუქტი; გ) თხოვება; დ) იჯარა; ე) ქირავნობა.     მუხლი 4🔗  1. უწყებრივ რეესტრში სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს სამოქალაქო კოდექ­სით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, უფლების დამადასტურებელი სა­ბუთის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადას­ტრო მონაცემები), საბალანსო მაჩვენებლების და გაფორმებული ხელშეკრულების  საფუძველზე. 2. სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემასთან დაკავშირებული უფლების შეწყვეტა, შეზღუდვა ან გაგრძელება რეგისტრირდება შესაბამისი უფლების დამადასტურებელი საბუთის და სხვა საბუთების საფუძველზე.     მუხლი 5🔗 1. უწყებრივ რეესტრს აწარმოებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. 2. რეესტრში სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის რეგისტრაციის საფუძველია გადაცემის ხელშეკრულების და თანდართული მასალების (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, საბალანსო მაჩვენებლები) წარდგენა  რეესტრის მწარმოებელ სამსახურში. 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტროს რეესტრში მონაცემები შეაქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სამო­ქა­ლა­ქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. 4. რეესტრის მწარმოებელ სამსახურს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სამოქალაქო კოდექსით განსაზ­ღვრული ფორმებით გადაცემის შესახებ დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების ერთი ეგზემ­პლარი თანდართული მასალებით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, საბალანსო მაჩვენებლები) უნდა მიეწოდოს ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის ვადაში. 5. რეესტრის მწარმოებელი სამსახური ვალდებუ­ლია დადგენილი წესით რეგისტრაციაში შეიტანოს მონაცემები დანართი №1-ის მიხედვით.     მუხლი 6🔗 1. რეესტრის მწარმოებელი პირი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სამსახურებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიტანოს ცვლილებები რეგისტრირებულ მონაცემებში. 2. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის საფუძველია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მოსარგებლის ან მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების ცვლილება, რაც დოკუმენტალურად არის დადასტურებული; ბ) ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც იწ­ვევს რეგისტრირებულ უფლებაში ან უფლების ობიექ­ტში ცვლილებას და რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; გ) საკადასტრო აღწერის დროს მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციის და საზღვრების დადგენისას დაშვებული ან დაზუსტებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები; დ) კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება. 3. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 უწყებრივი რეესტრის მწარმოებელი სამსახური უფლებამოსილია, საკუთრი ინიციატივით ან შესაბამისი სამსახურების მიერ ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე შეასწოროს რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის უზუსტო გადატანით ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით.      დანართი №1 ობიექტის დასახელება მისამართი ღირებულება საჯარო რეესტრის ამონაწერის № შენობის საერთო ფართი შენობაზე წილობრივად  დამაგრებული მიწის ფართი ბრძანების № და გადაცემის ფორმა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი ხელშეკრულების მოქმედების ვადა შენიშვნა