ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ

მიღების თარიღი 04.07.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №541
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000168 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
95 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №541 1991 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. შეწყდეს ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების გათამაშება ავტომობილების სათანადო ფონდის უქონლობის გამო. 2. ავტომობილების მომგებიანი ანაბრების მფლობელებს, როგორც გამონაკლისი, 1990 წლის აპრილიდან მიეცეთ 4 პროცენტი შემოსავალი, ნაცვლად წლიური 2 პროცენტისა. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 28 დეკემბრის №633 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში ცდის წესით საავტომობილო მომგებიანი ანაბრების მიღების ჩატარების შესახებ“. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე   თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე