ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №541
1991 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. შეწყდეს ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების გათამაშება ავტომობილების სათანადო ფონდის უქონლობის გამო.
2. ავტომობილების მომგებიანი ანაბრების მფლობელებს, როგორც გამონაკლისი, 1990 წლის აპრილიდან მიეცეთ 4 პროცენტი შემოსავალი, ნაცვლად წლიური 2 პროცენტისა.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 28 დეკემბრის №633 დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში ცდის წესით საავტომობილო მომგებიანი ანაბრების მიღების ჩატარების შესახებ“.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ავტომობილების მომგებიანი ანაბრების ტირაჟების შეწყვეტის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6565633/