აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის კერძო პირუტყვის სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის გადასახდელთა გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №543
1991 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის კერძო პირუტყვის სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის გადასახდელთა გაუქმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. მიღებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შუამდგომლობა და გაუქმდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობის კერძო პირუტყვის სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა 1991 წლის 1 ივლისიდან.
2. მოქალაქეთა მეურნეობებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ კერძო პირუტყვის სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის 1991 წლის გადასახდელები, წლის ბოლომდე შეუნარჩუნდეთ დაზღვევის ხელშეკრულება, ან თავიანთი სურვილით უფლება მიეცეთ დაიბრუნონ გადახდილი თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე