📋

ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 08.07.2025
მოქმედების პერიოდი 08.07.2025 — 25.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №21/ნ
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
08.07.2025
25.08.2025
ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №21/ნ 2025 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ „ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 ივლისის №241 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი (დანართი №1, დანართი №2). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე