აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 08.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №166/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016940 94
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/07/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
2,067 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 95% 13.06.2017 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 29.05.2024 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 05.02.2020 ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 05.02.2020 საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 29.06.2022
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
09.07.2025
29.12.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №166/04 2025 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი, მე-3 და 4​​1 პუნქტების, 52​4​ მუხლის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების  წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ აქტივების მმართველი კომპანიის (შემდგომში – კომპანია) და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. 2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ, რეგისტრირებულ ან აღიარებულ კომპანიაზე. 3. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ კომპანიამ დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და არ შეასრულა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომპანიის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები. 4. კომპანიისთვის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მიეთითება ჯარიმის აღსრულების წესი. 5. ფულადი ჯარიმა გადახდილ უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. კომპანიისთვის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 7. კომპანიისთვის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 8. კომპანიის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. 9. კომპანიისთვის ლიცენზიის/რეგისტრაციის/აღიარების გაუქმება პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისგან. მუხლი 2🔗. ფულადი ჯარიმები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისთვის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისთვის 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები; ბ) მძიმე დარღვევები; გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები. 2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს კომპანიის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: ა) დადგენილ ვადაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ  ყადაღასთან მიმართებაში; ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში), არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით; ვ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული  ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) კომპანიის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას –  3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის; თ) კომპანიის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისთვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ი) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე; კ) ადგილზე შემოწმების შედეგად კომპანიისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე; ლ) კლიენტის ან/და  გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა  – 5 000  (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) კომპანიის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების (ოპერაციის) შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაუცემლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს კომპანიის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: ა) კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის დადგენის გარეშე ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ)  პირებისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) კომპანიის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის კლიენტს არ აქვს რისკის დონე მინიჭებული – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში; დ) რისკის დონის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; ვ) კლიენტისთვის რისკის მინიჭება/გადაფასება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომპანიის შიდა პოლიტიკით/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში; ზ) კომპანია, კანონმდებლობის ან/და შიდა პოლიტიკის/პროცედურების შესაბამისად, არ ახორციელებს კლიენტთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს, გარიგების (ოპერაციის), საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივის  წარმომავლობის შესწავლას – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში; თ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში; ი) კომპანიას არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობითა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს  – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; კ) კომპანიის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ლ) კომპანიის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების (ოპერაციის) შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისას კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში; მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის ან კომპანიის ხელთ არსებული  დოკუმენტაციის/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) კომპანიის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და კომპანიის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში; ო) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. 4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს კომპანიის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: ა) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის, მათ მიერ განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისთვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) კომპანიის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ბ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისთვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; ბ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 200 (ორასი) ლარის ოდენობით; გ) კომპანიის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, წარდგენილი ანგარიშგების თითოეულ ფორმასთან მიმართებაში; დ) კომპანიის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; ე) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (გარდა, შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს კომპანიის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: ა) კომპანიის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარუდგენლობა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისთვის კომპანია უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, განმეორებით წარმოუდგენელ თითოეულ ანგარიშგებასთან მიმართებაში; ბ) კომპანიის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარდგენა, თუ წინა საანგარიშგებო პერიოდისთვის კომპანია უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, განმეორებით დაგვიანებით წარმოდგენილ თითოეულ  ანგარიშგებასთან მიმართებაში; გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად კომპანიისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე; დ) ადგილზე შემოწმების შედეგად კომპანიისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე; ე) კლიენტის ან/და გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება, თუ კომპანია უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მფლობელობის და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ კომპანია ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) განმეორებით იმავე პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის) კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე  მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში, თუ კომპანია ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. თუ კომპანიის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც კომპანიის მიმართ ერთხელ უკვე გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა ან/და გარკვეული დარღვევა (დარღვევები) კომპანიისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომპანია დააჯარიმოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.