საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებულ სასწავლებლებში სამხედრო სწავლების შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №550
სარეგისტრაციო კოდი 000000340.02(0).000.000170 4
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
396 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებულ სასწავლებლებში სამხედრო სწავლების შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №550 1991 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებულ სასწავლებლებში სამხედრო სწავლების შემოღების შესახებ  საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1.საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის განთლების სამინისტროს წინადადება საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სამხედრო კათედრის აღდგენისა და თბილისის ოლიმპიური მომზადების სასწავლებლებში უმცროს მეთაურთა სკოლის შექმნის შესახებ. 2. საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ (კ. ასათიანი), საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ (ე. ჯაველიძე) და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამთავრობო კომისიამ (თ. კიტოვანი) დაამტკიცონ საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სამხედრო კათედრისა და თბილისის ოლიმპიური მომზადების სასწავლებლის უმცროს მეთაურთა სკოლის დებულებანი. 3. საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ მისი შენობა-ნაგებობების ხარჯზე უზრუნველყოს კათედრისა და სკოლისათვის საჭირო ფართობის გამოყოფა, მათი შეკეთება და მომზადება სასწავლო პროცესის  ნორმალური ფუნქციონირებისათვის. 4. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ უზრუნველყოს კათედრა და სკოლა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული თვალსაჩინო მასალითა და სასწავლო ლიტერატურით. 5. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამთავრობო კომისიამ: - უზრუნველყოს კათედრა და სკოლა სასროლო და სასწავლო იარაღით, ქიმიური მოწამვლის საწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით, საინჟინრო ტექნიკით; - ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბალანსიდან ბალანსზე გადასცეს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტს სამხედრო კათედრისა და სკოლის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ობიექტები. 6. დაევალოს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორს ო. გოგიაშვილს: - მიმდინარე წლის 10 ივლისამდე წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სამხედრო კათედრის და უმცროს მეთაურთა სკოლის სასწავლო გეგმები ინტიტუტისა და სასწავლებლის პროფილისა და სტუდენტთა კონტიგენტის სპეციფიკის გათვალისწინებით; - შეარჩიოს და დაამტკიცოს სამხედრო კათედრისა და უმცროს მეთაურთა სკოლისათვის საჭირო კადრები არსებული წესის შესაბამისად. 7. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ (გ. აბსანძე) გამოუყოს საქართველოს  ფიზიკური  კულტურის ინსტიტუტს სამხედრო კათედრისა და უმცროს მეთაურთა სკოლის შენობების კაპიტალური რემონტისათვის 500 ათასი მანეთი და ხელფასის ფონდი 100 ათასი მანეთი. 8. ქ. თბილისის პრეფექტმა ი. ანდრიაძემ განიხილოს თბილისის ოლიმპიური მომზადების სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე და გლდანის ტბის მიდამოებში ფართობების გამოყოფა ავტოდრომის მოსაწყობად. 9. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (დ. ხაბულიანი) უზრუნველყოს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტისა და თბილისის ოლიმპიური მომზადების სასწავლებლის შესაბამისი ობიექტები დაცვისა და სიგნალიზაციის ღონისძიებებით. 10. საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, თავდაცვის სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში წარმოადგინონ წინადადებანი საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სამხედრო ფაკულტეტისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონში სპორტისა და ტურიზმის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული  სასწავლებლების ბაზაზე უმცროს მეთაურთა სკოლის ჩამოყალიბების შესახებ. 11. ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა, სასწავლებლებმა და სამინისტროებმა უზრუნველყონ 1991/92 სასწავლო წლიდან საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სამხედრო კათედრისა და თბილისის ოლიმპიური მომზადების სასწავლებლებში უმცროს მეთაურთა სკოლის ფუნქციონირების დაწყება. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი  გ. ბერიძე