📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 20.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.008.984
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 27/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,328 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
N ვალუტა
FX საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველთვიური ანგარიშგება
თვის დღე ბალანსგარეშე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.75in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:normal;} h4 {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.75in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:normal;} h5 {margin-top:0in; margin-right:-2.7pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:120%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-weight:normal;} h6 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.25in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:120%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:.15in; margin-bottom:0in; margin-left:63.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 76.5pt .5in 81.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:81.1pt 1.0in 76.55pt .5in;} div.Section2 {page:Section2;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.008.984 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №201 2006 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომერციულ ბანკებში სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის თანდართული წესი. 2. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა დასახონ და განახორციელონ კონკრეტული ღონისძიებები „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების განუხრელად დასაცავად. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 დეკემბრის № 297 ბრძანება „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“. 4. იმ კომერციული ბანკების მიმართ, რომლებსაც ამ ბრძანების ამოქმედების თარიღისათვის საერთო ღია სავალუტო პოზიციის დადგენილი ლიმიტი დაცული ჰქონდათ სავალუტო კონტრაქტებით, 2006 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკი არ გამოიყენებს „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ ფულად ჯარიმებს. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გოცირიძე კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წ ე ს ი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის განსაზღვრის მიზანია სავალუტო ოპერაციების შესრულების შედეგად უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შემთხვევაში შესაძლო რისკის შემცირება, რადგან ასეთმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კომერციული ბანკების მოგებაზე, კაპიტალზე, ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე. 2. სავალუტო პოზიცია არის უცხოური ვალუტით ფორმირებულ ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობა. 3. საბალანსო სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას ბანკის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო აქტივი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო ვალდებულება. 4. ბალანსგარეშე ანგარიშგების სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას ბანკის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი. 5. კრებსითი სავალუტო პოზიციის გაანგარიშებისას თითოეული უცხოური ვალუტის აქტივებში ჩაითვლება უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო აქტივისა და ამავე უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი, ხოლო ვალდებულებებში – უცხოური ვალუტით არსებული ყველა საბალანსო ვალდებულებისა და ამავე უცხოური ვალუტის გაყიდვის შესახებ სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი. 6. სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს დახურული ან ღია: ა) სავალუტო პოზიცია არის დახურული, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლია; ბ) სავალუტო პოზიცია არის ღია, როდესაც უცხოური ვალუტის სახეობების მიხედვით ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების თანხობრივი მოცულობები ერთმანეთის ტოლი არ არის. 7. თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის ღია სავალუტო პოზიცია შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე: ა) ღია სავალუტო პოზიცია არის გრძელი, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე; ბ) ღია სავალუტო პოზიცია არის მოკლე, როდესაც ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები ნაკლებია მის ვალდებულებებზე. 8. საერთო ღია სავალუტო პოზიცია არის ბანკის ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი. 9. სავალუტო კონტრაქტებში ჩაირთვება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ სპოტური, ფიუჩერსული, ფორვარდული და სვოპური კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებები და ოფციონებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები თანხობრივი მოცულობებით. 10. ამ წესის მიზნებისათვის სავალუტო ოპერაციების ამსახველ სავალუტო კონტრაქტებს აქვს შემდეგი განმარტებები: ა) სპოტი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მიმდინარე საბაზრო სპოტკურსით დაუყოვნებლივი ანგარიშსწორების პირობით; ბ) სავალუტო ფიუჩერსი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ვადიანი სავალუტო გარიგება ბირჟებზე, გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულებით; გ) სავალუტო ფორვარდი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ვადიანი სავალუტო გარიგება ბირჟის გარეშე; დ) სავალუტო სვოპი – ორ მონაწილეს შორის ერთი და იმავე ვალუტით ერთდროულად (ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში) დადებული ორი სავალუტო გარიგება, ვალუტის მიწოდების სხვადასხვა თარიღით და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა კურსით; ე) სავალუტო ოფციონი – უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის უფლება, რომელიც კონტრაქტის პირობით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს. ამავე დროს, მეორე მონაწილე მხარე იღებს ვალდებულებას პირველი მხარის მიერ კონტრაქტით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა; ვ) სტრესტესტირება – რისკის შეფასების სისტემა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა რისკის (ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება, საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუარესება, საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, დეპოზიტების მყისიერი გადინება და სხვ.) ფაქტორების გათვალისწინებით ბანკის ფინანსური მონაცემების სიმულირება; ზ) ჰეჯირება – წარმოადგენს გარიგებას, რომლის მიზანია თავის დაზღვევა უცხოური ვალუტის კურსის, საპროცენტო განაკვეთების და ფასების მკვეთრი ცვლილებისაგან. არსებული გარიგება ყიდვაზე ან გაყიდვაზე ბალანსდება საპირისპირო გარიგებით გაყიდვაზე ან ყიდვაზე. ამ ოპერაციის მიზანია დააკომპენსიროს არსებული გარიგებიდან მიღებული ზარალი მომავალი გარიგებიდან მიღებული მოგების ხარჯზე. 11. უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ფორმით (როგორც უშუალოდ ბანკის მიერ კონტრაქტით, ისე ბანკის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მეშვეობით, როგორც უშუალოდ ბანკის კლიენტთან, ისე შიდა და გარე ბაზარზე).     მუხლი 2🔗. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი და მისი გაანგარიშება 1. ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი დგინდება როგორც ბალანსგარეშე ანგარიშგების, ისე კრებსითი სავალუტო პოზიციების მიხედვით, შესაბამისად, თითოეულისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის 5 და 20 პროცენტის ოდენობით. 2. ბანკის ბალანსგარეშე ანგარიშგების საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშების დროს აიღება ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის ბალანსგარეშე ანგარიშგებით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5 პროცენტს. 3. ბანკის კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშების დროს აიღება ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით ბანკის საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშგებით გრძელი ღია სავალუტო პოზიციების ჯამსა და მოკლე ღია სავალუტო პოზიციების ჯამს შორის უდიდესი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20 პროცენტს. 4. საერთო ღია სავალუტო პოზიციაზე დადგენილი ლიმიტების ყოველდღიურად დაცვის მიზნით ბანკს ევალება ყოველდღიურად გაიანგარიშოს საბალანსო, ბალანსგარეშე და კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციები № 1 დანართის შესაბამისად და უზრუნველყოს დღის განმავლობაში (საოპერაციო დღის დაწყებიდან დამთავრებამდე) მათი ლიმიტების შენარჩუნება. 5. საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან, უკიდურეს შემთხვევაში, საოპერაციო დღის ბოლომდე მის აღსადგენად განახორციელოს დამაბალანსებელი სავალუტო ოპერაციები.     მუხლი 3🔗. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა 1. სავალუტო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა უნდა განხორციელდეს „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ შესაბამისად. 2. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მიმართ დაფიქსირებული გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით. 3. უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის ცვლილების შესაბამისად სავალუტო პოზიციის ანგარიშები ექვემდებარება გადაფასებას მისი შედეგების ასახვით სავალუტო პოზიციის კონტრფასის ანგარიშზე და შესაბამისად მოგება-ზარალის ანგარიშებზე. 4. ბანკის კრებსით ბალანსში სავალუტო პოზიციის კონტრფასის ყველა ანგარიშზე რიცხული ნაშთები და სავალუტო პოზიციის ყველა ანგარიშზე თითოეული უცხოური ვალუტით რიცხული ნაშთები ექვემდებარება დასალდოებას. დასალდოების შედეგად სავალუტო პოზიციის კონტრფასის № 2601 საბალანსო ანგარიშის თანხა ტოლი უნდა იყოს სავალუტო პოზიციის № 2611 საბალანსო ანგარიშის თანხისა. 5. შესასრულებელი სავალუტო ოპერაციები და მათთან დაკავშირებული კონტრაქტები ძირითადი თანხებით „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ შესაბამისად თანხობრივად აღირიცხება შესაბამის ბალანსგარეშე ანგარიშებზე და თითოეული უცხოური ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ კონტრაქტების თანხობრივ მოცულობებს შორის სხვაობა ჩაითვლება თითოეული უცხოური ვალუტის ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშებაში.     მუხლი 4🔗. კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა კომერციული ბანკის ხელმძღვანელები მათდამი რწმუნებული ბანკის სავალუტო რისკის რეგულირების მიზნით ვალდებული არიან: ა) განსაზღვრონ ბანკის სავალუტო საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს კანონით ნებადართულ ოპერაციებს, სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, საანგარიშგებო ფორმების შედგენას, შიდასააღრიცხვო კონტროლს და სხვ.; ბ) გააკონტროლონ სავალუტო რისკები სავალუტო პოლიტიკის, ლიმიტებისა და მონიტორინგის სისტემის საშუალებით; გ) შეიმუშაონ სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს: გ.ა) სავალუტო საქმიანობის მართვის პროცედურებს და მექანიზმს; გ.ბ) ბანკის მონაწილეობას სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ბაზრის ცვლილებებზე მენეჯმენტის ოპერატიული რეაგირების სისტემას; გ.გ) ჰეჯირების სტრატეგიას; გ.დ) ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას სავალუტო რისკის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაზე; გ.ე) დაგეგმილი სამუშაოს დროულად შესრულებას და შესრულებულ გარიგებათა დოკუმენტურ ასახვას ბუღალტრულ დავთრებში; გ.ვ) სავალუტო საქმიანობის ეკონომიკური გარემოს ანალიზის საფუძველზე სავალუტო ოპერაციებისა და სავალუტო რისკის მართვის სისტემის კორექტირების შესაძლებლობას; გ.ზ) სავალუტო ოპერაციების წარმოებისას ანგარიშსწორების რისკის მართვის სისტემას; გ.თ) თითოეული უცხოური ვალუტით ფორმირებული აქტივებისა და ვალდებულებების ვადებში თანხვედრის მართვისა და მონიტორინგის სისტემას; გ.ი) სავალუტო კონტრაქტების ანალიზს; გ.კ) თითოეული უცხოური ვალუტით დღიური ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტზე ამ წესით დადგენილი მოთხოვნები; გ.ლ) ფილიალებისათვის თითოეული უცხოური ვალუტის მიხედვით ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების დადგენას; დ) პერიოდულად განიხილონ შემუშავებული სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკა და პროცედურები და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი გადასინჯვა; ე) უზრუნველყონ სავალუტო რისკის მატარებელი შესაბამისი სამსახურების ისეთი თანამშრომლებით დაკომპლექტება, რომლებიც აცნობიერებენ: ე.ა) რისკის არსს სავალუტო ბაზარზე ოპერაციებთან მიმართებით; ე.ბ) ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სავალუტო რისკზე; ე.გ) სხვა რისკებს, რომლებიც თან სდევს სავალუტო ბაზარზე ოპერაციების განხორციელებას; ვ) უზრუნველყონ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სავალუტო ოპერაციების წარმოების სათანადო წესებით, რომლებშიც განსაზღვრული იქნება მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, აგრეთვე საქმიანობის მიმართულებები და ანგარიშგების სახეობები; ზ) პერიოდულად, შიდა აუდიტის სამსახურის მეშვეობით, განახორციელონ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და აწარმოონ ბანკის სავალუტო რისკის მართვის პოლიტიკით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგი.     მუხლი 5🔗. კომერციული ბანკების ვალდებულება კომერციული ბანკები ვალდებული არიან: ა) იქონიონ სავალუტო ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის წესები და ინსტრუქციები, რომლებიც უნდა მოიცავდეს უფლება-მოვალეობების გამიჯვნას სავალუტო ოპერაციების მწარმოებლებსა და საბუღალტრო აპარატს შორის; ბ) განახორციელონ ბანკის საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური მონიტორინგი მათი დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის დასადგენად და ნებისმიერი გადაჭარბების გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაჭრის მიზნით წარადგინონ მოხსენება ბანკის ხელმძღვანელობასთან; გ) იქონიონ სავალუტო რისკის მართვის ისეთი საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება როგორც გაცვლითი კურსის განაკვეთის ყოველდღიურ ცვლილებაზე მონიტორინგი, ისე, პერიოდულად, ბანკის ფინანსური მონაცემების სტრესტესტირება ბანკის მოგება-ზარალზე, კაპიტალსა და ლიკვიდობაზე სავალუტო კურსის ცვლილების ზეგავლენის დადგენის მიზნით; დ) აწარმოონ სავალუტო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტებისა და მონაცემების სრულყოფილი აღრიცხვა; ე) შეინახონ უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის დამადასტურებელი ყველა საბუთი, რომლებიც გამოიყენება სავალუტო ოპერაციებთან მუშაობის დროს; ვ) ყოველდღიურად აწარმოონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის გაანგარიშება თითოეული უცხოური ვალუტის ჭრილში საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგების № 1 დანართის შესაბამისად; ზ) ყოველთვიურად, საზედამხედველო ანგარიშგებასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველთვიური ანგარიშგება № 2 დანართის შესაბამისად და საანგარიშგებო თვის ბოლო დღის ყოველდღიური ანგარიშგება № 1 დანართის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. სანქციები ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკი კომერციულ ბანკებს დააკისრებს და გადაახდევინებს ფულად ჯარიმას მის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით. კომერციული ბანკების მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის      ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის ბანკი: თარიღი:                                                               დანართი  №1 საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველდღიური ანგარიშგება ლარებში N ვალუტა საბალანსო აქტივები საბალანსო ვალდებულებები საბალანსო სავალუტო პოზიცია* სავალუტო კონტრაქტები ყიდვაზე სავალუტო კონტრაქტები  გაყიდვაზე ბალანსგარეშე სავალუტო პოზიცია** კრებსითი სავალუტო პოზიცია ვალუტის კურსი საბალანსო ღია სავალუტო  პოზიცია (ლარებით) ბალანსგარეშე ღია სავალუტო  პოზიცია (ლარებით) კრებსითი ღია სავალუტო პოზიცია (ლარებით) გრძელი  (+ ნიშნით) მოკლე  (- ნიშნით) გრძელი  (+ ნიშნით) მოკლე  (- ნიშნით) გრძელი  (+ ნიშნით) მოკლე   (- ნიშნით) 1 2 3 4 5 = 3 - 4 6 7 8 = 6 - 7 9 = 5 + 8 10 11=5*10 12=5*10 13 = 8 * 10 14= 8 * 10 15 =9 * 10 16 =9 * 10 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ღია სავალუტო პოზიცია ყველა უცხოური ვალუტის მიხედვით 16 საერთო ღია სავალუტო პოზიცია 17 საზედამხედველო კაპიტალი 18 საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის თანხა (ბალანსგარეშე - საზედამხედველო კაპიტალის არა უმეტეს 5%-სა, კრებსითი - საზედამხედველო კაპიტალის არა უმეტეს 20%-სა) 19 საერთო ღია სავალუტო პოზიცია პროცენტულად საზედამხედველო კაპიტალთან 20 სხვაობა საერთო ღია სავალუტო პოზიციასა და დადგენილი ლიმიტის თანხას შორის * – დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტით ბანკის აქტივები მეტია მის ვალდებულებებზე და უარყოფითი – თუ ნაკლებია      ** – დადებითია, თუ ერთსა და იმავე სახეობის უცხოური ვალუტის ყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამი მეტია ამავე ვალუტის გაყიდვის შესახებ არსებული სავალუტო კონტრაქტების თანხობრივ მოცულობათა ჯამზე და უარყოფითი – თუ ნაკლებია გენ.დირექტორი მთ. ბუღალტერი   ბანკი: კომერციული ბანკების მიერ საერთო ღია სავალუტო პოზიციის თარიღი: ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დანართი №2  FX საერთო ღია სავალუტო პოზიციის ყოველთვიური ანგარიშგება ლარებით თვის დღე ბალანსგარეშე კრებსითი საზედამხედველო  კაპიტალი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის თანხა საერთო ღია სავალუტო პოზიციის მეტობა (+) ან ნაკლებობა (-) საჯარიმო საპროცენტო განაკვეთი გადასახდელი ჯარიმის თანხა გრძელი ღია სავალუტო პოზიცია (+ნიშნით) მოკლე ღია სავალუტო პოზიცია  (- ნიშნით) საერთო ღია სავალუტო პოზიცია გრძელი ღია სავალუტო პოზიცია (+ნიშნით) მოკლე ღია სავალუტო პოზიცია  (- ნიშნით) საერთო ღია სავალუტო პოზიცია ბალანსგარეშე კრებსითი ბალანსგარეშე კრებსითი ბალანსგარეშე კრებსითი სულ 1 2 3 4 5 6 7 8 9=8*5% 10=8*25% 11=4-9 11=7-10 12 13 14 15 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 გენ. დირექტორი მთ. ბუღალტერი