1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ცხოველს ყიდის რეალიზატორი.

2. რეალიზატორი ვალდებულია მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვით უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

3. რეალიზატორი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

4. რეალიზატორს უფლება არ აქვს, ჰყავდეს ცხოველი, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

5. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად რეალიზატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს ცხოველის განსათავსებელი სივრცის გამოყოფა, მისი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია;

გ) უზრუნველყოს ცხოველის რეგულარული გასეირნება;

დ) უზრუნველყოს ცხოველი ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციით;

ე) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ვ) სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე არ დაუშვას არავაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ან/და საშიში (მათ შორის, ზოონოზური) დაავადების მქონე ცხოველი;

ზ) არ დაუშვას 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის დედისგან მოშორება გაყიდვის მიზნით;

თ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტზე ცხოველის შემოყვანისა და გაყიდვის აღრიცხვა.

6. რეალიზატორი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფა