მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №633
1991 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს მარნეულის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 6 იანვრის №142 განკარგულება და გამოიყოს კაპანახჩის მებოსტნეობის მეურნეობის მიწებიდან 0,5 ჰექტარი საძოვარი საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის სამუშაო ეზოს (საწყობები, ადმინისტრაციული შენობები და სხვა საჭირო ტექნოლოგიური ხაზები) მოსაწყობად.
2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბანს:
- აუნაზღაუროს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწის რეფორმის, მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს 0,5 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 21 იანვრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივების შესაბამისად;
- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „მარნეულის რაიონის კაპანახჩის მეურნეობის მიწებიდან საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სარემონტო-სამშენებლო უბნისათვის ფართობის გამოყოფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6566748/