აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და რესპუბლიკის სხვა რეგიონებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების ცალკეული სერიების მიკუთვნების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №612
სარეგისტრაციო კოდი 000000270.02(0).000.000179 3
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
226 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და რესპუბლიკის სხვა რეგიონებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების ცალკეული სერიების მიკუთვნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №612 1991 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და რესპუბლიკის სხვა რეგიონებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების ცალკეული სერიების მიკუთვნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ საავტომობილო პარკის აღრიცხვის გაუმჯობესების, გატაცებული და დანაშაულებრივი მიზნით გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნის სამუშაოთა ოპერატიულად ჩატარებისა და ავტოტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის უკეთ შესწავლისათვის მიზანშეწონილია რესპუბლიკაში არსებული ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების თანდათანობითი შეცვლა აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქების თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და სხვა რეგიონებისათვის ცალკეული სერიების გამოყოფით. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებულად განხორციელებისათვის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (დ. ხაბულიანი): - შეიმუშაოს ღონისძიებათა კომპლექსი არსებული ავტომოტოტრანსპორტის სახელწმიფო სანომრე ნიშნების თანდათანობით შესაცვლელად აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა რეგიონებისათვის ცალკეული სერიების მიკუთვნებით: - ღონისძიების გატარება დაიწყოს დაუყოვნებლივ, აღნიშნულ რეგიონებში სახელმწიფო ნომრების მიღებისთანავე; - განუმარტოს რესპუბლიკის მოსახლეობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების გამოცვლის წესი და მნიშვნელობა, მისი დროული და შეუფერხებელი გატარების ხელშეწყობის აუცილებლობა. 2. დაწესდეს, რომ ინვალიდებს, პენსიონერებსა და ომის მონაწილეებს სახელწმიფო სანომრე ნიშნები გამოეცვლებათ უფასოდ. 3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოყო შესაბამისი თანხა აღნიშნული ღონისძიების გასატარებლად.                   4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 5. დადგენილების ტექსტი გამოქვეყნდეს პრესაში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე                  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                         გ. ბერიძე.