„ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 21 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №33 |
|
2025 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესდეს „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია“ სახვითი ხელოვნების დარგებში.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია (შემდგომში – პრემია) წესდება სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილ ნამუშევრებზე, რომლებიც გამოირჩევიან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებითა და ხერხებით, ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა მახასიათებლებით.
2. პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში – კომისია).
1. კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილი ერთი ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ საკონკურსო წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, კერძოდ:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის ასლი.
3. პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე შესაბამისი კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი ხელოვნების დარგებში.
4. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს.
5. სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილი ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით.
6. პირს, გარდაცვალების შემდეგ პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო მასზე წარდგენილი.
7. პრემია პირს ენიჭება მხოლოდ ერთხელ.
1. პრემიის მინიჭების უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განცხადების მიღებისა და განხილვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და წარდგენის მიზნით, სამინისტროში იქმნება კომისია.
2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც თანამდებობრივად არის კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისია შედგება 7 წევრისაგან (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და დარგის სპეციალისტები), რომელსაც ამტკიცებს მინისტრი არაუგვიანეს 15 სექტემბრისა. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის მსვლელობისას. მათი ვინაობა ცნობილი ხდება დაჯილდოების ცერემონიაზე.
5. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრის ავტორი.
6. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას კონფიდენციალურობა და საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია კომისიის შემადგენლობისა და მუშაობის შესახებ;
ბ) კონკურსზე წარდგენილი ყველა ნამუშევარი განიხილოს ობიექტურად;
გ) გაეცნოს საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს, სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია და მოსაზრებები.
7. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
8. კომისია თავის საქმიანობას წყვეტს ამ დებულებით დადგენილი წესით გამარჯვებულის გამოვლენისთანავე.
9. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს არაუმეტეს ორი წარმომადგენლისაგან იქმნება კომისიის აპარატი, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
1. პრემიის მოსაპოვებლად შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების ავტორებიდან კომისია გამოავლენს I , II და III ადგილზე გასულ ლაურეატებს.
2. კომისიის გადაწყვეტილება პრემიის ლაურეატების წოდების მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში გამარჯვებულების ვინაობა კონფიდენციალურია დაჯილდოების მომენტამდე.
4. ავტორთა ჯგუფისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად.
5. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კონკურსის გამარჯვებულებს ამტკიცებს მინისტრი.
1. I ადგილი – პრემია 2500 ლარი (დარიცხული);
2. II ადგილი – პრემია 2000 ლარი (დარიცხული);
3. III ადგილი – პრემია 1500 ლარი (დარიცხული).
1. პრემია ენიჭება სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილი მხატვრული ღირებულებით გამორჩეული ნამუშევრების ავტორებს.
2. კონკურსში გამარჯვებულ პირებს მიენიჭებათ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და დიპლომთან ერთად გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
3. გამარჯვებულ კანდიდატებს პრემია ჩაერიცხებათ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, განსაზღვრული კატეგორიებისა და ოდენობების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით არსებული ყველა შესაბამისი გადასახად(ებ)ის გათვალისწინებით.
პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.“.
|