📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.07.2025
ძალაში შესვლა 10.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016208 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/07/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,780 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2025 მიღება
10.07.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 02.08.2018 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 02.08.2018 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 02.08.2018 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 11.06.2025 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 02.08.2018
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
09.07.2025
16.10.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის ბრძანება №11 2025 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №4 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივლისიდან. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით. 4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების კოორდინაციის მიზნით: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტებიდან პროექტების (დაგეგმილი, მიმდინარე, განხორციელებული) სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; დ) ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამების და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით: ვ.ა) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შერჩეულ პროექტებზე შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერება; ვ.ბ) მინისტრისათვის პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის მომზადება; ვ.გ) საჭიროების შემთხვევაში პროექტის მიმდინარეობის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადების/განხორციელების კოორდინაციის მიზნით: ზ.ა) სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისი განცხადებების განხილვა; ზ.ბ) საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება და შესაბამის უწყებაში წარდგენის უზრუნველყოფა; ზ.გ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე დათვალიერება; ზ.დ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ფაქტობრივი მიმდინარეობის გადამოწმება; ზ.ე) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ მინისტრისათვის ანგარიშის წარდგენა; ზ.ვ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ი) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; კ) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის: ა) მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველო; ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის, მართვისა და კოორდინაციის სამმართველო; გ) ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამმართველო. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველო მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის, მუნიციპალიტეტებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის №458 დადგენილების საფუძველზე წარდგენილი ცხრილი №3-ით განსაზღვრული CPV კოდების (45100000, 45200000, 45300000, 45400000) ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე შესყიდვის ობიექტის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის მიღება და კოორდინაცია; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება; გ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის, მართვისა და კოორდინაციის სამმართველო ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზის, მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიზნით: ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტებიდან პროექტების (დაგეგმილი, მიმდინარე, განხორციელებული) სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; გ) ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; დ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ე) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 6🔗. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამმართველო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამების და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ინფრასტრუქტურულო პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით: ა.ა) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და შერჩეულ პროექტებზე შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერება; ა.ბ) მინისტრისათვის პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის მომზადება; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში პროექტის მიმდინარეობის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ა.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადების/განხორციელების კოორდინაციის მიზნით: ბ.ა) სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შესაბამისი განცხადებების განხილვა; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება და შესაბამის უწყებაში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ადგილზე დათვალიერება; ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ფაქტობრივი მიმდინარეობის გადამოწმება; ბ.ე) საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ მინისტრისათვის ანგარიშის წარდგენა; ბ.ვ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ე) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს 2 (ორი) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელთაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის  მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 9🔗. სამმართველოს უფროსი 1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას; გ) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; დ) ანაწილებს დავალებებს შესაბამის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას; ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას; ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 10🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე 1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე; გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა; დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. 5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. უფლებამონაცვლეობა 1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის  ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა, მინისტრის გადაწყვეტილებით. 3. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების და სამმართველოს უფროსების, ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.